https://sputnik-georgia.com/20230224/samusiko-seminarias-manana-doijashvilis-saxeli-mienicha-275196198.html
სამუსიკო სემინარიას მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა
სამუსიკო სემინარიას მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა
პროფესორი მანანა დოიჯაშვილი თბილისის კონსერვატორიას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T10:05+0400
2023-02-24T10:05+0400
2023-02-24T17:00+0400
საქართველო
საქართველო და კულტურა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275177817_0:0:1025:577_1920x0_80_0_0_a97c76330f9a339418eaa98cda39080c.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას ქართველი პიანისტის მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა.თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით კონსერვატორიის ბაზაზე 2010 წელს შეიქმნა.კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სამუსიკო სემინარიისთვის მისი დამაარსებლის, ღვაწლმოსილი მუსიკოსის მანანა დოიჯაშვილის სახელის მინიჭებას. კონცერტში მონაწილეობდნენ სემინარიის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, სემინარიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი და მოსწავლეთა გუნდი. შესრულდა არაერთი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები.საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით სემინარიის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, უფასოდ იცხოვრონ თბილისში და მიიღონ უფასო მუსიკალური და ზოგადი განათლება. ბავშვები ცხოვრობენ საგანგებოდ შერჩეულ ოჯახებში, უპირატესობა ენიჭება პროფესიონალ მუსიკოსთა ოჯახებს.გარდაიცვალა კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი>>>ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში 17 იანვარს გარდაიცვალა.მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“. 2000-2012 წლებში იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი.2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით. 2003 წელს მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსების უმაღლესი ჯილდო – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275177817_42:0:951:682_1920x0_80_0_0_de09c088f50864e7ba15663ae0c03cf1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
სამუსიკო სემინარიას მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა
10:05 24.02.2023 (განახლებულია: 17:00 24.02.2023) პროფესორი მანანა დოიჯაშვილი თბილისის კონსერვატორიას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას ქართველი პიანისტის მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით კონსერვატორიის ბაზაზე 2010 წელს შეიქმნა.
„ხელოვანი პიანისტის ძალისხმევით სამუსიკო სემინარიაში შეიქმნა სრულყოფილი სამუსიკო განათლების მოდელი. ასეთი ეფექტური და ნაყოფიერი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება ქალბატონი მანანას ცხოვრების მიზანი იყო და მან შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სამუსიკო სემინარიისთვის მისი დამაარსებლის, ღვაწლმოსილი მუსიკოსის მანანა დოიჯაშვილის სახელის მინიჭებას. კონცერტში მონაწილეობდნენ სემინარიის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, სემინარიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი და მოსწავლეთა გუნდი. შესრულდა არაერთი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით სემინარიის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, უფასოდ იცხოვრონ თბილისში და მიიღონ უფასო მუსიკალური და ზოგადი განათლება. ბავშვები ცხოვრობენ საგანგებოდ შერჩეულ ოჯახებში, უპირატესობა ენიჭება პროფესიონალ მუსიკოსთა ოჯახებს.
ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში 17 იანვარს გარდაიცვალა.
მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“. 2000-2012 წლებში იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი.
2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით. 2003 წელს მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსების უმაღლესი ჯილდო – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.
2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები.