https://sputnik-georgia.com/20230117/konsrvatoriis-proreqtori-manana-doijashvili-gardaicvala-273996707.html
გარდაიცვალა კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი
გარდაიცვალა კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი
Sputnik საქართველო
პროფესორი მანანა დოიჯაშვილი თბილისის კონსერვატორიას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T17:14+0400
2023-01-17T17:14+0400
2023-01-17T21:10+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/273995367_0:0:889:500_1920x0_80_0_0_4243027ba98bc2dde9291284fe94f0b9.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“.მან საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს, იყო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი, დააარსა „პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი“. 2000-2012 წლებში იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი.2002 წელს საფუძველი ჩაუყარა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს“ და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს“. 2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი.2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე. 1999 წელს მანანა დოიჯაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები.2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით. 2003 წელს მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისთვის უმაღლესი ჯილდო – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/273995367_0:0:851:638_1920x0_80_0_0_98c43205000e6cb4af1dae8a0da2c73f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გარდაიცვალა კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი
17:14 17.01.2023 (განახლებულია: 21:10 17.01.2023) პროფესორი მანანა დოიჯაშვილი თბილისის კონსერვატორიას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“.
მან საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს, იყო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი, დააარსა „პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი“. 2000-2012 წლებში იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი.
2002 წელს საფუძველი ჩაუყარა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს“ და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს“. 2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი.
2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე. 1999 წელს მანანა დოიჯაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები.
2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით. 2003 წელს მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისთვის უმაღლესი ჯილდო – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.