https://sputnik-georgia.com/20230224/ra-sakitxebi-ganixiles-garibashvilma-da-erdoganma-275220816.html
რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა
რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გუშინ გაემგზავრა. 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T19:36+0400
2023-02-24T19:36+0400
2023-02-24T21:50+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275215909_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_4c48d1175b5b56dcb2bff65f327c32ec.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილა.საქართველოს მთავრობის მეთაური თურქეთში ვიზიტით იმყოფება. ღარიბაშვილისა და ერდოღანის შეხვედრა გუშინ ანკარაში შედგა. პარასკევს პრემიერ-მინისტრი მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც ქართველი მაშველები მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ.თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, აღნიშნა პრემიერმა.მისი თქმით, ორი წლის წინ ქვეყნებმა მიზნად დაისახეს სავაჭრო ბრუნვის 3 მლრდ დოლარამდე გაზრდა.„ეს განცხადება ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის წინ, როცა მე ვიყავი ანკარაში ოფიციალური ვიზიტით, და მინდა გითხრათ, რომ შარშან უკვე სავაჭრო ბრუნვამ მიაღწია 2,8 მლრდ დოლარს, თითქმის სამ მილიარდამდე ავიდა სავაჭრო ბრუნვა, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.შეხვედრის დროს ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.„ბუნებრივია, მიმოვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს ამ ურთიერთობების განვითარების, რათა ორივე მხარისთვის კიდევ უფრო მეტი სასარგებლო საქმე ვაკეთოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.ერდოღანმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა>>>საქართველო და ქართველი ხალხი თურქეთს და თურქ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს – ეს არის თურქი ხალხისადმი ჩემი მთავარი გზავნილი, აღნიშნა პრემიერმა.„ეს გზავნილი და ჩემი სამძიმარი გუშინ პრეზიდენტ ერდოღანს გადავეცი, რომელსაც მე დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა, გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა. ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართველ მაშველებს, რომლებიც თურქეთში ორ კვირაზე მეტია იმყოფებიან.6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება – იმავე დღეს საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა.გარდა ამისა, საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი 10 თებერვალს გამოყო.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275215909_108:0:1528:1065_1920x0_80_0_0_0d513d07ed5f8aefe611af1ee5ef4393.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, პოლიტიკა
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, პოლიტიკა
რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა
19:36 24.02.2023 (განახლებულია: 21:50 24.02.2023) საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გუშინ გაემგზავრა.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილა.
საქართველოს მთავრობის მეთაური თურქეთში ვიზიტით იმყოფება. ღარიბაშვილისა და ერდოღანის შეხვედრა გუშინ ანკარაში შედგა. პარასკევს პრემიერ-მინისტრი მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც ქართველი მაშველები მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ.
„პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ მეტად ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე საკითხზე, რომლებიც ეხება ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ორი წლის წინ ქვეყნებმა მიზნად დაისახეს სავაჭრო ბრუნვის 3 მლრდ დოლარამდე გაზრდა.
„ეს განცხადება ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის წინ, როცა მე ვიყავი ანკარაში ოფიციალური ვიზიტით, და მინდა გითხრათ, რომ შარშან უკვე სავაჭრო ბრუნვამ მიაღწია 2,8 მლრდ დოლარს, თითქმის სამ მილიარდამდე ავიდა სავაჭრო ბრუნვა, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეხვედრის დროს ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
„ბუნებრივია, მიმოვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს ამ ურთიერთობების განვითარების, რათა ორივე მხარისთვის კიდევ უფრო მეტი სასარგებლო საქმე ვაკეთოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველო და ქართველი ხალხი თურქეთს და თურქ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს – ეს არის თურქი ხალხისადმი ჩემი მთავარი გზავნილი, აღნიშნა პრემიერმა.
„ეს გზავნილი და ჩემი სამძიმარი გუშინ პრეზიდენტ ერდოღანს გადავეცი, რომელსაც მე დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა, გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა. ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართველ მაშველებს, რომლებიც თურქეთში ორ კვირაზე მეტია იმყოფებიან.
„ჩვენ იმავე დღეს გავგზავნეთ მაშველები, რომლებიც ადგილზე თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ. სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამწუხაროდ, 80-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, ყველას, ვინც სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა”, – განაცხადა პრემიერმა.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.
საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება – იმავე დღეს საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა.
გარდა ამისა, საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი 10 თებერვალს გამოყო.