https://sputnik-georgia.com/20230224/nana-chiqashua-275084932.html
„ვცდილობ ორივე სამშობლოსთვის ერთდროულად ვიღწვოდე“ - პარიზში მცხოვრები ქართველი პიანისტი
„ვცდილობ ორივე სამშობლოსთვის ერთდროულად ვიღწვოდე“ - პარიზში მცხოვრები ქართველი პიანისტი
Sputnik საქართველო
„ჩემთვის ბედნიერებაა ფრანგული პუბლიკის წინაშე წარვდგე. ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემში მუსიკალურობა და ტემპერამენტი ხიბლავთ, რაც უთუოდ ჩემი ქართული ფესვების... 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T14:59+0400
2023-02-24T14:59+0400
2023-02-28T12:53+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
ქართველები უცხოეთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23737/72/237377248_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b69a986cb12300b6677af69d8666cfce.jpg
მისი წარმატებები საქართველოში დაიწყო. უკრავდა თბილისის რადიოსა და ტელევიზიასთან არსებულ სიმფონიურ ორკესტრში. უკვე ათ წელზე მეტია პარიზში ცხოვრობს. ერთდროულად ორი კონსერვატორიის პედაგოგია, რაც საფრანგეთის სინამდვილეში იშვიათია, ჩაწერილი აქვს სამი დისკი. მისი კარიერის მნიშვნელოვანი, ფრანგული ნაწილი დაიწყო პარიზის კორტოს სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, რომლის სტიპენდიანტი სამჯერ გახდა. 2011 წელს კორტოს უმაღლესი დიპლომი პედაგოგის კვალიფიკაციით, ხოლო 2012 წელს კორტოს კონცერტმაისტერის დიპლომი გადასცეს.დღეს კონცერტებით საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქის საკონცერტო დარბაზებში გამოდის.- ქალბატონო ნანა, საქართველოში ძალიან მრავალფეროვანი მუსიკალური ცხოვრება გქონდათ, ბავშვობიდან რას გაიხსენებთ?- დავიწყებ იმით, რომ პირველად დიპლომანტი, მცირე ასაკის გამო, კონკურსგარეშე მონაწილეობისთვის გავხდი. კარგად მახსენდება ბავშვობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართული მრავალი კონცერტი, კონკურსი და ღონისძიება. სამტრედიის შანიძის სახელობის მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში გავაგრძელე. ბევრი არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა. არ შემიძლია არ გავიხსენო ბატონი მერაბ ოძელაშვილი, რომელმაც სულ სხვა თვალით დამანახა მუსიკის სტრუქტურა. ვარ 1997 წლის რესპუბლიკური კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატი, თბილისის რადიოსა და ტელევიზიასთან არსებულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი რევაზ ტაკიძე) შევასრულე სენ-სანსის საფორტეპიანო კონცერტი, რამაც ჩემს მუსიკალურ კარიერაში წარუშლელი კვალი დატოვა.- საფრანგეთი თქვენი ბავშვობის დროინდელი ოცნებაა?- დიახ, საფრანგეთი ჩემი ოცნების ქვეყანა ბავშვობიდანაა. რაც აქ ვარ, ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ვთქვი უარი საცხოვრებლად გადავსულიყავი ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც მუსიკოსისთვის უფრო დიდი ასპარეზია. ვთვლი, რომ საფრანგეთში მეორედ დავიბადე – მუსიკოსად, ადამიანად და პიროვნებად. მეამაყება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვცდილობ ორივე სამშობლოსთვის ერთდროულად ვიღწვოდე. ჩემი ცხოვრება მუდამ არასტანდარტული და საინტერესო იყო. დაბადებიდან დღემდე მუსიკა ჩემი არსებობის წყარო და სათავეა. მუსიკოსობის ბედნიერებას რომ ვზიარებოდი, რთული გზა გამოვიარე.- თქვენი ხელოვნების შესახებ საქართველოში ჩაწერილი დისკის წყალობით პარიზის კორტოს სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიგეს..- დიახ, ამ დისკის დახმარებით. ამის მერე ბატონ გიგლა ქაცარავას კლასში ჩავირიცხე. ჩემი სწავლის პერიოდი კორტოში რთული იყო. ყველაფრისთვის თავად უნდა მიმეღწია, რასაც ემატებოდა სწავლის სოლიდური გადასახადი. საბედნიეროდ, ყოველ წელს სტიპენდიანტი ვიყავი (ერთხელ შერინგის, ორჯერ - ზალენსკის), რამაც გადასახადისგან გამათავისუფლა. თუმცა, ცხოვრების ეს ეტაპი შემოქმედებითად მდიდარი და ნაყოფიერიც გამოდგა. ცნობილია, რომ კორტოს სასწავლებელში ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარება და დიპლომის აღება მეტად რთულია. ყოველი მორიგი კონკურსისთვის ურთულესი რეპერტუარის სათანადო მომზადებას დიდი დრო და ენერგია შევალიე.- პროფესიული პედაგოგიური განვითარების რა გზა გაიარეთ საფრანგეთში?- 2012-2013 წელს ბობინისა და ვერსალის რეგიონულ კონსერვატორიებში დახელოვნების ერთწლიანი კურსი გავიარე. 2017 წელს დავამთავრე უნივერსიტეტებისა და სახელმწიფო კონსერვატორიის გაერთიანება, რომელიც ამზადებს პროფესიონალ მუსიკოსებს პედაგოგებისთვის. მსგავსი სკოლა სულ ათიოდეა მთელ საფრანგეთში და ყოველ წელს ძალიან დიდი კონკურსია. ჩემთვის დიდი პატივია იქ სწავლა და იქაური დიპლომის ფლობა. სწორედ ამ დიპლომის წყალობით დავინიშნე ფორტეპიანოს პედაგოგად ორ კონსერვატორიაში – ქალაქ ლა ვერიერსა და სან ჟერმენ ან ლეიში, სადაც, ფორტეპიანოს გაკვეთილების გარდა, ჩემს კომპეტენციაში შემოქმედებითი პროექტების განხორციელება შედის.- რაც შეეხება საკონცერტო მოღვაწეობას, საფრანგეთში ჩატარებული კონცერტებიდან რომელი დაგამახსოვრდათ?- მინდა გავიხსენო 2009 წელს ვერსალის ბაროკოს ცენტრში გამართული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი კონტრ-ტენორი გარი საფარიანი და ქართველი პიანისტი თეა მარიამიძე. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ქართველი მეგობრები ეკა კოპალეიშვილი და ალექსანდრე ადეიშვილი, რომელთა უშუალო დახმარებით გაიმართა კონცერტი. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი მნიშვნელოვანი კონცერტი საფრანგეთში. პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გავმართე არაერთი სოლო და გაერთიანებული კონცერტი, რომელზეც ქართველი კომპოზიტორების რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის თხზულებები შესრულდა.- საქველმოქმედო კონცერტები თუ ჩაგიტარებიათ?- 2011 წელს ვმონაწილეობდი „გაზაფხულის ფესტივალში", საიდანაც შემოსული თანხა ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა. ქართველ პიანისტ თეა მარიამიძესთან ერთად ქართული პოლიფონიური საგალობლების რამდენიმე კონცერტი გავმართეთ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი უდიდესი მუსიკოსი გავიცანი, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს. დიდი მეგობრობა მაკავშირებს კომპოზიტორ და პიანისტ ნიკოლა ზურაბიშვილი დე პელკენთან და მის ოჯახთან. შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში მიცნობენ, როგორც ძალიან მიზანსწრაფ ადამიანს და რთულ სიტუაციებში ჩემი ენთუზიაზმი და შემართება ძალიან უკვირთ...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23737/72/237377248_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_464b12b7683de15f6e1748ef1a5b4d3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
„ვცდილობ ორივე სამშობლოსთვის ერთდროულად ვიღწვოდე“ - პარიზში მცხოვრები ქართველი პიანისტი
14:59 24.02.2023 (განახლებულია: 12:53 28.02.2023) „ჩემთვის ბედნიერებაა ფრანგული პუბლიკის წინაშე წარვდგე. ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემში მუსიკალურობა და ტემპერამენტი ხიბლავთ, რაც უთუოდ ჩემი ქართული ფესვების დამსახურებაა“ – ამბობს ნიჭიერი და წარმატებული პიანისტი და ფსიქოლოგი ნანა ჭიქაშუა.
მისი წარმატებები საქართველოში დაიწყო. უკრავდა თბილისის რადიოსა და ტელევიზიასთან არსებულ სიმფონიურ ორკესტრში. უკვე ათ წელზე მეტია პარიზში ცხოვრობს. ერთდროულად ორი კონსერვატორიის პედაგოგია, რაც საფრანგეთის სინამდვილეში იშვიათია, ჩაწერილი აქვს სამი დისკი. მისი კარიერის მნიშვნელოვანი, ფრანგული ნაწილი დაიწყო პარიზის კორტოს სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, რომლის სტიპენდიანტი სამჯერ გახდა. 2011 წელს კორტოს უმაღლესი დიპლომი პედაგოგის კვალიფიკაციით, ხოლო 2012 წელს კორტოს კონცერტმაისტერის დიპლომი გადასცეს.
დღეს კონცერტებით საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქის საკონცერტო დარბაზებში გამოდის.
- ქალბატონო ნანა, საქართველოში ძალიან მრავალფეროვანი მუსიკალური ცხოვრება გქონდათ, ბავშვობიდან რას გაიხსენებთ?
- დავიწყებ იმით, რომ პირველად დიპლომანტი, მცირე ასაკის გამო, კონკურსგარეშე მონაწილეობისთვის გავხდი. კარგად მახსენდება ბავშვობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართული მრავალი კონცერტი, კონკურსი და ღონისძიება. სამტრედიის შანიძის სახელობის მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში გავაგრძელე. ბევრი არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა. არ შემიძლია არ გავიხსენო ბატონი მერაბ ოძელაშვილი, რომელმაც სულ სხვა თვალით დამანახა მუსიკის სტრუქტურა. ვარ 1997 წლის რესპუბლიკური კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატი, თბილისის რადიოსა და ტელევიზიასთან არსებულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი რევაზ ტაკიძე) შევასრულე სენ-სანსის საფორტეპიანო კონცერტი, რამაც ჩემს მუსიკალურ კარიერაში წარუშლელი კვალი დატოვა.
- საფრანგეთი თქვენი ბავშვობის დროინდელი ოცნებაა?
- დიახ, საფრანგეთი ჩემი ოცნების ქვეყანა ბავშვობიდანაა. რაც აქ ვარ, ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ვთქვი უარი საცხოვრებლად გადავსულიყავი ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც მუსიკოსისთვის უფრო დიდი ასპარეზია. ვთვლი, რომ საფრანგეთში მეორედ დავიბადე – მუსიკოსად, ადამიანად და პიროვნებად. მეამაყება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვცდილობ ორივე სამშობლოსთვის ერთდროულად ვიღწვოდე. ჩემი ცხოვრება მუდამ არასტანდარტული და საინტერესო იყო. დაბადებიდან დღემდე მუსიკა ჩემი არსებობის წყარო და სათავეა. მუსიკოსობის ბედნიერებას რომ ვზიარებოდი, რთული გზა გამოვიარე.
- თქვენი ხელოვნების შესახებ საქართველოში ჩაწერილი დისკის წყალობით პარიზის კორტოს სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიგეს..
- დიახ, ამ დისკის დახმარებით. ამის მერე ბატონ გიგლა ქაცარავას კლასში ჩავირიცხე. ჩემი სწავლის პერიოდი კორტოში რთული იყო. ყველაფრისთვის თავად უნდა მიმეღწია, რასაც ემატებოდა სწავლის სოლიდური გადასახადი. საბედნიეროდ, ყოველ წელს სტიპენდიანტი ვიყავი (ერთხელ შერინგის, ორჯერ - ზალენსკის), რამაც გადასახადისგან გამათავისუფლა. თუმცა, ცხოვრების ეს ეტაპი შემოქმედებითად მდიდარი და ნაყოფიერიც გამოდგა. ცნობილია, რომ კორტოს სასწავლებელში ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარება და დიპლომის აღება მეტად რთულია. ყოველი მორიგი კონკურსისთვის ურთულესი რეპერტუარის სათანადო მომზადებას დიდი დრო და ენერგია შევალიე.
- პროფესიული პედაგოგიური განვითარების რა გზა გაიარეთ საფრანგეთში?
- 2012-2013 წელს ბობინისა და ვერსალის რეგიონულ კონსერვატორიებში დახელოვნების ერთწლიანი კურსი გავიარე. 2017 წელს დავამთავრე უნივერსიტეტებისა და სახელმწიფო კონსერვატორიის გაერთიანება, რომელიც ამზადებს პროფესიონალ მუსიკოსებს პედაგოგებისთვის. მსგავსი სკოლა სულ ათიოდეა მთელ საფრანგეთში და ყოველ წელს ძალიან დიდი კონკურსია. ჩემთვის დიდი პატივია იქ სწავლა და იქაური დიპლომის ფლობა. სწორედ ამ დიპლომის წყალობით დავინიშნე ფორტეპიანოს პედაგოგად ორ კონსერვატორიაში – ქალაქ ლა ვერიერსა და სან ჟერმენ ან ლეიში, სადაც, ფორტეპიანოს გაკვეთილების გარდა, ჩემს კომპეტენციაში შემოქმედებითი პროექტების განხორციელება შედის.
- რაც შეეხება საკონცერტო მოღვაწეობას, საფრანგეთში ჩატარებული კონცერტებიდან რომელი დაგამახსოვრდათ?
- მინდა გავიხსენო 2009 წელს ვერსალის ბაროკოს ცენტრში გამართული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი კონტრ-ტენორი გარი საფარიანი და ქართველი პიანისტი თეა მარიამიძე. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ქართველი მეგობრები ეკა კოპალეიშვილი და ალექსანდრე ადეიშვილი, რომელთა უშუალო დახმარებით გაიმართა კონცერტი. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი მნიშვნელოვანი კონცერტი საფრანგეთში. პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გავმართე არაერთი სოლო და გაერთიანებული კონცერტი, რომელზეც ქართველი კომპოზიტორების რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის თხზულებები შესრულდა.
- საქველმოქმედო კონცერტები თუ ჩაგიტარებიათ?
- 2011 წელს ვმონაწილეობდი „გაზაფხულის ფესტივალში", საიდანაც შემოსული თანხა ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა. ქართველ პიანისტ თეა მარიამიძესთან ერთად ქართული პოლიფონიური საგალობლების რამდენიმე კონცერტი გავმართეთ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი უდიდესი მუსიკოსი გავიცანი, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს. დიდი მეგობრობა მაკავშირებს კომპოზიტორ და პიანისტ ნიკოლა ზურაბიშვილი დე პელკენთან და მის ოჯახთან. შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში მიცნობენ, როგორც ძალიან მიზანსწრაფ ადამიანს და რთულ სიტუაციებში ჩემი ენთუზიაზმი და შემართება ძალიან უკვირთ...