ორი წლის გოგონას სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა: პოლიციამ მამა დააკავა

© photo: Sputnik / Vitaly Ankov /  / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. კახეთში სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ორი წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობა მიიღო.
ორი წლის გოგონაზე შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, როდესაც ბავშვის ბებიამ მის სხეულზე დამწვრობები აღმოაჩინა. ქალმა სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, ამტკიცებდა, რომ გოგონას სახლში სცემდნენ. საგამოძიებო ორგანოებმა ფაქტის შესწავლა დაიწყეს.
თავიდან გოგონა გურჯაანის კლინიკაში მრავალრიცხოვანი ტრავმებით შეიყვანეს. ექიმების თქმით, მას აღენიშნებოდა ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, დამწვრობები მუცლისა და ქვედა კიდურების არეში.
გვიან ღამით ბავშვი სამკურნალოდ თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მცირეწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მას კანის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

„მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით ბავშვი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ჩაუტარდა რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, გამოვლინდა ანემია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ანა კოჩაძემ.

მისი თქმით, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვს მუცლის ღრუსა და პლევრის ღრუში აღენიშნება სითხე. მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო პაციენტზე გრძელდება ინტენსიური მონიტორინგი.
„გარეგანად გოგონას აღენიშნება კანის მრავლობითი დაზიანებები, რომელიც ქირურგის მიერ იქნა დამუშავებული“, – განაცხადა კოჩაძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0