https://sputnik-georgia.com/20230224/boreli-rusebi-sxva-planetaze-cxovroben-275204151.html
ბორელი: რუსეთთან დიალოგი უსარგებლოა, ისინი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ
ბორელი: რუსეთთან დიალოგი უსარგებლოა, ისინი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. რუსეთს ევროკავშირზე „სრულიად გაუკუღმართებული“ წარმოდგენა აქვს, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა... 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T11:58+0400
2023-02-24T11:58+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ევროკავშირი
გაეროს გენერალური ასამბლეა
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260556086_0:0:2936:1652_1920x0_80_0_0_08c35a5decae503c589afc5166a4148c.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. რუსეთს ევროკავშირზე „სრულიად გაუკუღმართებული“ წარმოდგენა აქვს, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვასილი ნებენზიას უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლის შემდეგ.ბორელის თქმით, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოებას აზრი არ აქვს, ვინაიდან რუსეთის წარმომადგენლები „სხვა პლანეტაზე, ან პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ“.მისი თქმით, შეუძლებელია დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ფაქტებს იმგვარად წარმოადგენენ, როგორც ეს რუსეთის ელჩმა ნებენზიამ წარმოადგინა, „როდესაც ის საუბრობდა, მაგალითად, დასავლეთის მორალურ გარყვნილებებზე, რომელიც აიძულებს კაცებს, გახდნენ ქალები და პირიქით“.ბორელს ნებენზიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები „სრულიად დამახინჯებული რეალობის ნაწილად“ მიაჩნია, რაც რუსეთთან „გონივრული პოლიტიკური დისკუსიის“ შესაძლებლობას გამორიცხავს.ვასილი ნებენზიამ გაეროში სიტყვით გამოსვლისას, კერძოდ, თქვა, რომ ევროკავშირი „მონასავით ხოხავს“ (раболепствует) შეერთებული შტატების წინაშე და ცდილობს დამალოს „ჩრდილოეთის ნაკადების“ დივერსია. მისი თქმით, ევროპის დედაქალაქებში მსჯელობენ, რა გზით სჯობს რუსეთის დაშლა და განადგურება. გარდა ამისა, ნებენზიამ მოუწოდა ევროპას, „არ მიეძალოს რუსეთს“ თავისი არატრადიციული ღირებულებებით.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260556086_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_c74342a4fd53123699c819fb592b1c46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ევროკავშირი , გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ევროკავშირი , გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. რუსეთს ევროკავშირზე „სრულიად გაუკუღმართებული“ წარმოდგენა აქვს, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვასილი ნებენზიას უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლის შემდეგ.
ბორელის თქმით, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოებას აზრი არ აქვს, ვინაიდან რუსეთის წარმომადგენლები „სხვა პლანეტაზე, ან პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ“.
„ჩვენ საქმე გვაქვს სურათთან, რომელიც ეხება არა პოლიტიკას, არამედ იმას, რასაც ორუელი ახალ მეტყველებას უწოდებდა — რომელიც ამახინჯებს რეალობას და რაც პოლიტიკურ დიალოგს, გულწრფელად რომ ვთქვათ, უსარგებლოს ხდის“, — განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, შეუძლებელია დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ფაქტებს იმგვარად წარმოადგენენ, როგორც ეს რუსეთის ელჩმა ნებენზიამ წარმოადგინა, „როდესაც ის საუბრობდა, მაგალითად, დასავლეთის მორალურ გარყვნილებებზე, რომელიც აიძულებს კაცებს, გახდნენ ქალები და პირიქით“.
ბორელს ნებენზიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები „სრულიად დამახინჯებული რეალობის ნაწილად“ მიაჩნია, რაც რუსეთთან „გონივრული პოლიტიკური დისკუსიის“ შესაძლებლობას გამორიცხავს.
„მეჩვენება, რომ ისინი სხვა პლანეტაზე, ან პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ და მიმაჩნია, რომ მათთან, ვინც ფაქტებს ასე წარმოაჩენს, რაიმეს განხილვა თითქმის შეუძლებელია და უსარგებლო“, — დაასკვნა ბორელმა.
ვასილი ნებენზიამ გაეროში სიტყვით გამოსვლისას, კერძოდ, თქვა, რომ ევროკავშირი „მონასავით ხოხავს“ (раболепствует) შეერთებული შტატების წინაშე და ცდილობს დამალოს „ჩრდილოეთის ნაკადების“ დივერსია. მისი თქმით, ევროპის დედაქალაქებში მსჯელობენ, რა გზით სჯობს რუსეთის დაშლა და განადგურება. გარდა ამისა, ნებენზიამ მოუწოდა ევროპას, „არ მიეძალოს რუსეთს“ თავისი არატრადიციული ღირებულებებით.