https://sputnik-georgia.com/20230224/24-tebervals-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275173664.html
24 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
24 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 24 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T00:15+0400
2023-02-24T00:15+0400
2023-02-24T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23607/44/236074456_0:16:3557:2017_1920x0_80_0_0_8cfd594241875d8b39712ecb5db2d940.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.20–29 თებერვალი20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.24 თებერვალს დაბადებულები24 თებერვალს დაბადებულები ამბიციური და პატივმოყვარე, ენერგიული, ჯიუტი, დამოუკიდებელი და მიზანსწრაფული ადამიანები არიან. დასახული მიზნის მიღწევისას სიმტკიცეს იჩენენ. ფინანსური სფერო და კარიერა წარმატებული აქვთ. კონფლიქტების გადაწყვეტისას ლოიალურობის გამო მათი ოჯახური ცხოვრებაც ჰარმონიული იქნება. ჰყავთ მეგობრების ფართო წრე, თუმცა, არც მტრების რაოდენობას „უჩივიან". მათი წარმატებები უფრო მეტად შესაძლებელია შემოქმედებით სფეროებში, როგორიცაა მუსიკა და ლიტერატურა.ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>24 თებერვალს დაბადებულების ცხოვრებას წითელ ზოლად გასდევს მსხვერპლშეწირვის თემა. ისინი მზად არიან, თავი გასწირონ როგორც საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, ისე მეგობრებისა და ახლობლებისთვის და ამით საკუთარი ინტერესები დააზიანონ.ამ დღეს დაბადებულთა ორი ტიპი არსებობს: პირველი მსხვერპლშეწირვის როლს ღირსებითა და კმაყოფილებით ირგებს, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ დიდი როლი ერგოთ ცხოვრებაში, ხოლო მთავარი ჯილდო მათთვის საზოგადოების კეთილდღეობაა. სხვები ამ როლს მძიმე ჯვარივით ატარებენ, შეიძლება განაწყენდნენ, თუ სხვები ამ ჯვარს სათანადოდ არ დააფასებენ და ამას ემოციური აფეთქება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება მოჰყვეს. ასე წყვეტენ 24 თებერვალს დაბადებულები თავიანთ ეგოიზმთან დაკავშირებულ საკითხს - ან მუდმივად ახშობენ მას, ან მისი საყვედურებისგან თავს აღწევენ.ამ დღეს დაბადებული განვითარებული ადამიანები ამას ადეკვატურად აღიქვამენ და თავიანთი ძალისხმევის ობიექტურ შეფასებას ცდილობენ, სხვები კი თავს უიღბლოდ მიიჩნევენ და ბედისწერას ბრმად მიჰყვებიან. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ და საკუთარ ინტერესებს შორის შესაძლებელია. მათ მეტი თავდაჯერებულობით უნდა შეხედონ თავიანთ იდეალებს და არ მოერიდოთ მათი გამოთქმის.ხანდახან ამ დღეს დაბადებულებს სურვილი უჩნდებათ, მთლიანად გააკონტროლო საკუთარი ცხოვრება, მაგრამ ამ დროს შინაგან წინააღმდეგობას აწყდებიან, რადგან წლების განმავლობაში გამომუშავებულ ჩვევებთან მოუწევთ ბრძოლა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ ვინმეს ან რამეს მსხვერპლად შეეწირებიან, გამოიმუშაონ ნებისყოფა და სიმტკიცე. როდესაც ისინი სასიყვარულო ურთიერთობებში ძლიერ მხარეს წარმოადგენენ, უდიდეს კმაყოფილებას განიცდიან.ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>ჯანმრთელობა24 თებერვალს დაბადებულებს უყვართ უსაქმოდ ჯდომა, უმოქმედობა, ამიტომ უნდა მოერიდონ ამას, რადგან შეიძლება სისხლძარღვებთან ან ლიმფურ სისტემებთან დაკავშირებული დაავადებები განუვითარდეთ. ბედნიერებისთვის მათ სჭირდებათ კმაყოფილება საკვებშიცა და სექსუალურ საკითხებშიც. თუმცა, ზომიერება უნდა დაიცვან. ასევე, მათთვის რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.რჩევა:იყავით რეალობისადმი ადეკვატური. ყურადღება მიაქციეთ სხვების მოსაზრებებს, წინადადებებს, სურვილებს. თქვენი ნიჭი განვითარებას საჭიროებს, ამიტომ ისწავლეთ და განავითარეთ ნებისყოფა.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20190604/zodiaqos-sami-niSani-ganSorebis-sababs-ver-moZebniT-245456491.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23607/44/236074456_423:0:3134:2033_1920x0_80_0_0_31ca2eb31b0e866650a8ecc299841ac3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
24 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 24 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.
მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.
ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.
24 თებერვალს დაბადებულები
24 თებერვალს დაბადებულები ამბიციური და პატივმოყვარე, ენერგიული, ჯიუტი, დამოუკიდებელი და მიზანსწრაფული ადამიანები არიან. დასახული მიზნის მიღწევისას სიმტკიცეს იჩენენ. ფინანსური სფერო და კარიერა წარმატებული აქვთ. კონფლიქტების გადაწყვეტისას ლოიალურობის გამო მათი ოჯახური ცხოვრებაც ჰარმონიული იქნება. ჰყავთ მეგობრების ფართო წრე, თუმცა, არც მტრების რაოდენობას „უჩივიან". მათი წარმატებები უფრო მეტად შესაძლებელია შემოქმედებით სფეროებში, როგორიცაა მუსიკა და ლიტერატურა.
24 თებერვალს დაბადებულების ცხოვრებას წითელ ზოლად გასდევს მსხვერპლშეწირვის თემა. ისინი მზად არიან, თავი გასწირონ როგორც საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, ისე მეგობრებისა და ახლობლებისთვის და ამით საკუთარი ინტერესები დააზიანონ.
ამ დღეს დაბადებულთა ორი ტიპი არსებობს: პირველი მსხვერპლშეწირვის როლს ღირსებითა და კმაყოფილებით ირგებს, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ დიდი როლი ერგოთ ცხოვრებაში, ხოლო მთავარი ჯილდო მათთვის საზოგადოების კეთილდღეობაა. სხვები ამ როლს მძიმე ჯვარივით ატარებენ, შეიძლება განაწყენდნენ, თუ სხვები ამ ჯვარს სათანადოდ არ დააფასებენ და ამას ემოციური აფეთქება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება მოჰყვეს. ასე წყვეტენ 24 თებერვალს დაბადებულები თავიანთ ეგოიზმთან დაკავშირებულ საკითხს - ან მუდმივად ახშობენ მას, ან მისი საყვედურებისგან თავს აღწევენ.
ამ დღეს დაბადებული განვითარებული ადამიანები ამას ადეკვატურად აღიქვამენ და თავიანთი ძალისხმევის ობიექტურ შეფასებას ცდილობენ, სხვები კი თავს უიღბლოდ მიიჩნევენ და ბედისწერას ბრმად მიჰყვებიან. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ და საკუთარ ინტერესებს შორის შესაძლებელია. მათ მეტი თავდაჯერებულობით უნდა შეხედონ თავიანთ იდეალებს და არ მოერიდოთ მათი გამოთქმის.
ხანდახან ამ დღეს დაბადებულებს სურვილი უჩნდებათ, მთლიანად გააკონტროლო საკუთარი ცხოვრება, მაგრამ ამ დროს შინაგან წინააღმდეგობას აწყდებიან, რადგან წლების განმავლობაში გამომუშავებულ ჩვევებთან მოუწევთ ბრძოლა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ ვინმეს ან რამეს მსხვერპლად შეეწირებიან, გამოიმუშაონ ნებისყოფა და სიმტკიცე. როდესაც ისინი სასიყვარულო ურთიერთობებში ძლიერ მხარეს წარმოადგენენ, უდიდეს კმაყოფილებას განიცდიან.
24 თებერვალს დაბადებულებს უყვართ უსაქმოდ ჯდომა, უმოქმედობა, ამიტომ უნდა მოერიდონ ამას, რადგან შეიძლება სისხლძარღვებთან ან ლიმფურ სისტემებთან დაკავშირებული დაავადებები განუვითარდეთ. ბედნიერებისთვის მათ სჭირდებათ კმაყოფილება საკვებშიცა და სექსუალურ საკითხებშიც. თუმცა, ზომიერება უნდა დაიცვან. ასევე, მათთვის რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.
იყავით რეალობისადმი ადეკვატური. ყურადღება მიაქციეთ სხვების მოსაზრებებს, წინადადებებს, სურვილებს. თქვენი ნიჭი განვითარებას საჭიროებს, ამიტომ ისწავლეთ და განავითარეთ ნებისყოფა.