ქართული სუვენირები ადგილობრივ ბაზარზე

© courtesy of Tea Taso Kurtanidzeთეა კურტანიძე
თეა კურტანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
დღეს ქართულ ბაზარზე ძირითადად უცხოეთში დამზადებული სუვენირები იყიდება. ამ ფონზე ალბათ უფრო დასაფასებელია ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი ქართული პროდუქცია. მათ შორის, ვინც ქართულ სუვენირებზე მუშაობა დაიწყო, შეიძლება ითქვას, თეა კურტანიძე ერთ-ერთი პირველია.
თავის დროზე ყოფილი პუშკინის ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. წლების მერე, 2011 წელს საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ქართული სუვენირები გამოიტანა ბაზარზე და ყურადღებაც მალე მიიქცია. პლაგიატებისგან თავის დასაცავად 2017 წელს თავისი ნაწარმი ოფიციალურად დააპატენტა.
© photo: courtesy of Tea Taso Kurtanidzeთეა კურტანიძე
თეა კურტანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
თეა კურტანიძე
- ქალბატონო თეა,როგორ დაიწყო ყველაფერი?
- ადგილობრივად შექმნილი სუვენირებით ქართული სუფრის გალამაზებაზე ბევრს ვფიქრობდი. 2011 წელს განახლებულ მცხეთაში სუვენირების მაღაზია გავხსენი. როდესაც ბაზარზე არსებულ სუვენირებს გადავხედე, მათმა ხარისხმა და ასორტიმენტმა არ დამაკმაყოფილა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქართული სუვენირების წარმოებაზე ფიქრი დამეწყო. სხვათა შორის, ეს ჩანაფიქრი ეტაპობრივად განვახორციელე კიდეც.
© photo: courtesy of Tea Taso Kurtanidzeთეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
თეა კურტანიძის ნამუშევარი
-თქვენი ნამუშევრებიდან ყველაზე პოპულარობით რომელი სარგებლობს?
-რაც შეეხება, ჩემი ნამუშევრებიდან ყველაზე პოპულარულს, ესაა ხინკლის ფორმის მქონე საპილპილე და სამარილე. ამ ნივთმა მალე ცნობადობა და ფინანსური შემოსავალი მომიტანა და ასე ხაზგასმით ამიტომ გამოვყავი. ის ყველას ერთნაირად მოსწონს: ქართველსაც და უცხოელსაც.
© photo: courtesy of Tea Taso Kurtanidzeთეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
თეა კურტანიძის ნამუშევარი
- თქვენ მიერ შექმნილი რამდენი სახეობის პროდუქციაა ქართულ ბაზარზე?
- დღეს ჩემი პროდუქციის 37 სახეობა სუპერმარკეტ „ნიკორას" ყველა ტურისტულ ზონაში მდებარე მაღაზიაში ექსკლუზიურად შედის. ისინი ასევე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელშიც. მაქვს ასევე AMULET-ის ხაზი, რომელშიც ნატურალური ქვებისგან შექმნილი აქსესუარები, ჩანთები და ფეხსაცმელი შედის. ბედნიერი ვარ, რომ უცხოელებს საქართველოდან ლამაზ მოგონებებთან ერთად ჩემ მიერ შექმნილი სუვენირებიც მიაქვთ.
© photo: courtesy of Tea Taso Kurtanidzeთეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
თეა კურტანიძის ნამუშევარი
- სად შევიდა თქვენი ნამუშევრები „თეას ტრადიციული სუვენირების" სახით?
- ამ სახელით ჩემი ნაწარმი ქართული სუვენირების ყველაზე მრავალმხრივი ასორტიმენტის მწარმოებლის სტატუსით 2018 წელს kar.ge-ს ინტერნეტ და ჟურნალის კატალოგში შევიდა. 2019 წელს კი კორეაში გამართულ მე-17 საერთაშორისო ფერმენტირებული პროდუქციის გამოფენაზე kar.ge-მ რამდენიმე ათეულ ქართულ პროდუქციასთან ერთად ჩემი ნაწარმიც წარადგინა. ჩემი იდეაა სასაჩუქრე სანთლებზე ქართული ანბანისა და ჩვენი ქვეყნის ხედების გადატანა.
© photo: courtesy of Tea Taso Kurtanidzeთეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
თეა კურტანიძის ნამუშევარი
-ზოგიერთი მყიდველი თურმე ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, რატომ?
- ადამიანები, რომლებიც ძვირფას თეფშებსა და ნამუშევრებს ყიდულობენ, თავის სახელს და გვარს არასოდეს ტოვებენ. დიდთანხას რომ გადაიხდის ადამიანი ნამუშევარში, ბუნებრივია, ძალიან მინდა ვიცოდე ვინ არის. მაღაზიაში გოგონები გაფრთხილებული მყავს, რომ ჰკითხონ. კაცი 500 ლარს რომ თეფშში გადაიხდის, ხომ გიჩნდება სურვილი იცოდე ვინ არის? ერთმა უცხოეთში 2000 ლარად წაიღო ჩემი ნახატი, რომელიც დღეს მის კოლექციაშია. მათ ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. ქართველებიც ყიდულობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მათ ვიცნობ. იშვიათად, მაგრამ მაინც ვახერხებ, რომ ჩემ ნამუშევრებს ფოტოები გადავუღო, ხშირად არც ეგ მაქვს. სხვათა შორის, რასაც დიდ ფასებს ვადებ ხოლმე, ყველაფერი იყიდება.
© photo: courtesy of Tea Taso Kurtanidzeთეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
თეა კურტანიძის ნამუშევარი
- რამეზე გწყდებათ გული?
- რაზე მწყდება იცით? მახსენდება ნამუშევარი, რომელზეც ბევრი არ მიშრომია. ეს იყო 50 სმ დიამეტრის ხის დაფა, რომელსაც ბაზრობაზე წავაწყდი. როცა ეს დაფა სახლში მოვიტანე, სავარაუდოდ, უკვე ერთ საათში მონახაზი გაკეთებული მქონდა. სხვათა შორის, ის ნამუშევარი ებრაელებს ძალიან მოსწონდათ. ამბობდნენ, რომ თბილისი აქ იერუსალიმს ჰგავსო. მისი გაყიდვა არც მინდოდა, უბრალოდ სახლში ადგილი აღარ მქონდა და სხვა ნახატებთან ერთად მაღაზიაში წავიღე.
© photo: courtesy of Tea Taso Kurtanidzeთეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
თეა კურტანიძის ნამუშევარი
- რა იყო მასზე გამოსახული?
- ამ ჩვეულებრივ ხის დაგრუნტულ დაფაზე აკრილში და გუაშში თბილისია გამოსახული. ამ ნამუშევარს 2600 ლარი დავადე, იმიტომ რომ არ გაყიდულიყო... ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამ ფასში ვინმე თუ შეიძენდა. ერთხელ მაღაზიაში ჩემი ბავშვის ნათლია დავტოვე. ვიღაც ცოლ-ქმარია მოსული და 2000 ლარად უნდათ ეს ნახატიო. ეს რომ გავიგე, შოკში ჩავვარდი. ბოლოს თურმე ცოლმა გადააფიქრებინა მეუღლეს. მეორე ამბავი მოხდა ზაფხულში, როცა წასული ვიყავი და თანამშრომელმა დამირეკა, ერთი კაცია მოსული და მეუბნება, ქეშად მაქვს 2000 ლარი, თუ ამ ფასად ნახატს მომყიდით, წავიღებო. თანხმობა ვუთხარი.
- სამომავლოდ როგორ გაგრძელდება თქვენი საქმიანობა, შვილები თუ ხატავენ?
- ჩემი სამივე ბავშვი ხატავს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ბავშვის სწავლებაში არ უნდა ჩავერიო. შენიშვნასაც არ ვაძლევ და იმასაც არ ვუთითებ რა ფერი უნდა შეარჩიონ. ამ ასაკის ბავშვებისთვის ეს არტ-თერაპიაა, ამიტომ მირჩევნია ისიამოვნონ, ვიდრე რაღაც შექმნან. მომავალში თუ სურვილი გაუჩნდებათ, საქმიანობაშიც შემომიერთდებიან.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0