https://sputnik-georgia.com/20230223/tamta-toidze-274612175.html
უჩვეულო ორნამენტებით მოხატული დეკორატიული ნივთები ორიგინალური დიზაინის მოყვარულებისთვის
უჩვეულო ორნამენტებით მოხატული დეკორატიული ნივთები ორიგინალური დიზაინის მოყვარულებისთვის
Sputnik საქართველო
ხატმწერი და ხელოვანი თამთა თოიძე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე... 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T16:37+0400
2023-02-23T16:37+0400
2023-02-28T11:38+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252626303_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_7d9af9471e8851abd87158cce9dec47b.jpg
დღეს ხატების გარდა თამთა ფერწერულ ტილოებსაც ქმნის და სახლის ინტერიერისთვის გემოვნებიან ნივთებს ამზადებს. მისმა ნამუშევრებმა უკვე მიიქცია ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება.- თამთა, ხელოვნებისადმი თქვენი სიყვარული ბავშვობიდან გაჩნდა?- ვფიქრობ, ლომის წილი ამაში დედას მიუძღვის, რადგან მან ხატვა და ძერწვა ბავშვობიდანვე შეგვაყვარა. მე და ჩემმა და-ძმამ გარკვეული დროის შემდეგ გამოვავლინეთ ხელოვნებისადმი მიდრეკილება. დღეს სულ ვცდილობთ, რომ გამოსახვის ფორმების ძიების გზაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები ჩავატაროთ.- სტუდენტური წლებიდან რა გახსენდებათ?- სწავლის დროს კულტურულ და ისტორიულ ძეგლებზე ვმუშაობდი. მეამაყება, როდესაც ვიაზრებ, თუ რა დიდი პატივი მერგო ისტორიულ ძეგლებზე მუშაობის დროს. მივხდი, რომ ამის მერე ყველაფრის მიმართ შეხედულება რადიკალურად შემეცვალა.- დროთა განმავლობაში ფერწერით დაინტერესდით...- დიახ, ხატწერაზე სწავლის პარალელურად ფერწერით ყოველთვის ვიყავი დაკავებული. თავს თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობ ხოლმე, როდესაც რაიმე ახალს ვქმნი და ჩემს შემოქმედებით ფანტაზიას ფრთებს ვასხამ. ფერწერული ტილოების ხატვის დროს მეტწილად ტემპერის საღებავებს ვიყენებ.- ინტერიერისთვის ნივთების დამზადება დაოჯახების მერე დაიწყეთ?- როდესაც ოჯახი შევქმენი, ექსპედიციებში ვეღარ დავდიოდი, ამიტომ იმის ძიება დავიწყე, თუ რისი შექმნა შემეძლო თვეობით სახლში ყოფნის დროს. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ინტერიერისთვის დაგვჭირდა ნივთების შეძენა. მივხდი, რომ შემეძლო ისეთი რამ შემექმნა, რაც ჩემთვისაც საჭირო და სასარგებლო იქნებოდა და თან კომერციული თვალსაზრისითაც საინტერესო აღმოჩნდებოდა. საქართველოში მსგავსი ორნამენტებით მოხატული დეკორატიული ნივთები იშვიათია. ნელ-ნელა ვქმნიდი და ვაფორმებდი ინტერიერისთვის საჭირო ავეჯსა თუ სხვადასხვა ნივთებს. ჩემი პირველი მცდელობა სარკის დიზაინის შექმნა იყო, რაც წარმატებულად განვახორციელე. ჩემს ნამუშევრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხისგან შეკვეთებიც წამოვიდა.- რითი გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები?- ვცდილობ, რასაც ვქმნი, ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე იყოს. ჩემი ნამუშევრები ხშირად მინანქარში შესრულებული ჰგონიათ, მაგრამ ასეთი ეფექტი სხვადასხვა პიგმენტების და საღებავების შერევის შედეგად მიიღება. უფრო გვიან ჩანთებისა და საფულეების მოხატვის შეკვეთებიც მივიღე. დეკორატიული ნამუშევრების შემკვეთები ძირითადად ის პიროვნებები არიან, ვისაც ორიგინალური დიზაინი უყვარს.- კოლექციონერები თუ გიკავშირდებიან?- დიახ, ჩემს ფერწერულ ნამუშევრებს უმეტესად კოლექციონერები ყიდულობენ. ხატებს ტაძრებისთვის ან საკუთარი სამლოცველო კუთხისთვის მიკვეთავენ. ხშირად მიწვევენ ჯგუფურ გამოფენებზე, მაგრამ ნამუშევრები სახლში არ მიჩერდება, სისტემატურად იყიდება. ახლა სამყაროს უფრო განსხვავებულად აღვიქვამ და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და მომწონს.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252626303_239:0:1200:721_1920x0_80_0_0_07e21af4fc29bc40c0300c3663ded3ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
უჩვეულო ორნამენტებით მოხატული დეკორატიული ნივთები ორიგინალური დიზაინის მოყვარულებისთვის
16:37 23.02.2023 (განახლებულია: 11:38 28.02.2023) ხატმწერი და ხელოვანი თამთა თოიძე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე სწავლობდა.
დღეს ხატების გარდა თამთა ფერწერულ ტილოებსაც ქმნის და სახლის ინტერიერისთვის გემოვნებიან ნივთებს ამზადებს. მისმა ნამუშევრებმა უკვე მიიქცია ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება.
- თამთა, ხელოვნებისადმი თქვენი სიყვარული ბავშვობიდან გაჩნდა?
- ვფიქრობ, ლომის წილი ამაში დედას მიუძღვის, რადგან მან ხატვა და ძერწვა ბავშვობიდანვე შეგვაყვარა. მე და ჩემმა და-ძმამ გარკვეული დროის შემდეგ გამოვავლინეთ ხელოვნებისადმი მიდრეკილება. დღეს სულ ვცდილობთ, რომ გამოსახვის ფორმების ძიების გზაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები ჩავატაროთ.
- სტუდენტური წლებიდან რა გახსენდებათ?
- სწავლის დროს კულტურულ და ისტორიულ ძეგლებზე ვმუშაობდი. მეამაყება, როდესაც ვიაზრებ, თუ რა დიდი პატივი მერგო ისტორიულ ძეგლებზე მუშაობის დროს. მივხდი, რომ ამის მერე ყველაფრის მიმართ შეხედულება რადიკალურად შემეცვალა.
- დროთა განმავლობაში ფერწერით დაინტერესდით...
- დიახ, ხატწერაზე სწავლის პარალელურად ფერწერით ყოველთვის ვიყავი დაკავებული. თავს თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობ ხოლმე, როდესაც რაიმე ახალს ვქმნი და ჩემს შემოქმედებით ფანტაზიას ფრთებს ვასხამ. ფერწერული ტილოების ხატვის დროს მეტწილად ტემპერის საღებავებს ვიყენებ.
- ინტერიერისთვის ნივთების დამზადება დაოჯახების მერე დაიწყეთ?
- როდესაც ოჯახი შევქმენი, ექსპედიციებში ვეღარ დავდიოდი, ამიტომ იმის ძიება დავიწყე, თუ რისი შექმნა შემეძლო თვეობით სახლში ყოფნის დროს. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ინტერიერისთვის დაგვჭირდა ნივთების შეძენა. მივხდი, რომ შემეძლო ისეთი რამ შემექმნა, რაც ჩემთვისაც საჭირო და სასარგებლო იქნებოდა და თან კომერციული თვალსაზრისითაც საინტერესო აღმოჩნდებოდა. საქართველოში მსგავსი ორნამენტებით მოხატული დეკორატიული ნივთები იშვიათია. ნელ-ნელა ვქმნიდი და ვაფორმებდი ინტერიერისთვის საჭირო ავეჯსა თუ სხვადასხვა ნივთებს. ჩემი პირველი მცდელობა სარკის დიზაინის შექმნა იყო, რაც წარმატებულად განვახორციელე. ჩემს ნამუშევრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხისგან შეკვეთებიც წამოვიდა.
- რითი გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები?
- ვცდილობ, რასაც ვქმნი, ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე იყოს. ჩემი ნამუშევრები ხშირად მინანქარში შესრულებული ჰგონიათ, მაგრამ ასეთი ეფექტი სხვადასხვა პიგმენტების და საღებავების შერევის შედეგად მიიღება. უფრო გვიან ჩანთებისა და საფულეების მოხატვის შეკვეთებიც მივიღე. დეკორატიული ნამუშევრების შემკვეთები ძირითადად ის პიროვნებები არიან, ვისაც ორიგინალური დიზაინი უყვარს.
- კოლექციონერები თუ გიკავშირდებიან?
- დიახ, ჩემს ფერწერულ ნამუშევრებს უმეტესად კოლექციონერები ყიდულობენ. ხატებს ტაძრებისთვის ან საკუთარი სამლოცველო კუთხისთვის მიკვეთავენ. ხშირად მიწვევენ ჯგუფურ გამოფენებზე, მაგრამ ნამუშევრები სახლში არ მიჩერდება, სისტემატურად იყიდება. ახლა სამყაროს უფრო განსხვავებულად აღვიქვამ და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და მომწონს.