https://sputnik-georgia.com/20230223/shss-2022-wels-6-kanonieri-qurdi-daakaves-275166245.html
„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: ძალოვანი უწყება 2022 წლის შედეგებზე
„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: ძალოვანი უწყება 2022 წლის შედეგებზე
Sputnik საქართველო
საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T11:40+0400
2023-02-23T11:40+0400
2023-02-23T17:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_0:50:1280:770_1920x0_80_0_0_38f5c1d6d70d63f077dced18bce72c76.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ან მასთან კავშირის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 85 პირის მიმართ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტოს ანგარიშში.საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჯარიმით ან უჯარიმოდ.საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_94:0:1187:820_1920x0_80_0_0_12dd7660c2dc1003007fee2e5ee961b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: ძალოვანი უწყება 2022 წლის შედეგებზე
11:40 23.02.2023 (განახლებულია: 17:39 23.02.2023) საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ან მასთან კავშირის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 85 პირის მიმართ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტოს ანგარიშში.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მასში მონაწილეობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 79 პირის მიმართ, ხოლო „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარების ფაქტზე ბრალდება ექვს პირს წარედგინა. საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჯარიმით ან უჯარიმოდ.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.
„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.