https://sputnik-georgia.com/20230223/sergo-dolidze-275176805.html
როგორ გახდა ფოკუსების მოყვარული ბათუმელი ბიჭი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული
როგორ გახდა ფოკუსების მოყვარული ბათუმელი ბიჭი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული
„თავიდან მშვიდი ბავშვი ვიყავი, ეშმაკობა მას შემდეგ დავიწყე, რაც ფოკუსები ვისწავლე“ – ამბობს სერგი დოლიძე, რომელიც მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ფოკუსების... 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T16:18+0400
2023-02-23T16:18+0400
2023-02-23T21:18+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23715/70/237157066_0:262:1217:947_1920x0_80_0_0_f932171a9579216b7920d1d3af896f70.jpg
პირველად ფართო მაყურებელმა მისი გამოსვლა 2017 წლის „ნიჭიერში" იხილა. შემდეგ ჰოლანდიაში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.- სერგი, რამდენი წლის იყავით, როცა ფოკუსებით დაინტერესდით?- შვიდი წლის ვიყავი. მაშინ ტელევიზორში ვუყურებდი ხოლმე. მერე სხვადასხვა ნივთებით დავიწყე მანიპულირება. შემდეგ ფოკუსების წიგნი ვიყიდე და ინტერნეტის საშუალებითაც ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. დამიჯერებთ, რომ პოკერის თამაშიც კი არ ვიცი? იმდენად ვარ გადართული ფოკუსებზე, რომ კარტის თამაში არ მაინტერესებს და არც ვიცი. კარტებით მანიპულაცია ბოლო წლებია, რაც დავიწყე და დღეს კარტებით მანიპულატორი ვარ. 7-დან 15 წლამდე იმდენს ვახერხებდი, რომ ადამიანს ლაპარაკის დროს მაჯიდან საათს ვხსნიდი ისე, რომ ვერ ამჩნევდა.- ალბათ რაიმე საიდუმლოსაც ფლობთ, თუ როგორ აკეთებთ ამ ფოკუსებს...- საიდუმლო ვიცი, მაგრამ კარგად ვინახავ და არავის ვუმხელ. არიან ფოკუსის შემსრულებლები და ისინი, ვინც ამ ფოკუსებს იგონებს. ამ სფეროში იშვიათია ილუზიონისტი, ვინც ფოკუსს კიდეც იგონებს და მისივე გამოგონებულს კიდეც ასრულებს. ასეთი რამ ილუზიონისტების მხოლოდ 5%-ს შეუძლია. იქიდან გამომდინარე, რომ ფოკუსებს ბავშვობიდან ვაკეთებ და ბევრი ვიცი, დღეს უკვე იმ შედეგს მივაღწიე, რომ გამომგონებელიც ვარ. ფოკუსების 90 პროცენტი, რომლებსაც ვაკეთებ, ჩემი გამოგონილია.- ჰოლანდიაში როგორ გაიგეს თქვენზე?- ჰოლანდიაში არის რუსი ილუზიონისტი ქალი კეიტ მედვედევა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ჟიურის წევრია. მას ჩემმა ახლობელმა ვიდეო გაუგზავნა და ჰკითხა, თუ შეიძლება, რომ ეს ადამიანი რაიმე კონკურსზე გავიდესო. მანაც ნახა, მოეწონა და მიგვიწვია ფასდაკლებით. ფესტივალზე დარეგისტრირება 200 ევრო ღირდა და ჩვენ 100 დოლარად დავრეგისტრირდით. ამ ქალის დახმარებით მოვხვდი ილუზიონისტების საერთაშორისო კონკურსზე ჰოლანდიაში, სადაც მესამე ადგილი დავიკავე. რვაწუთიანი ნომერი მქონდა წაღებული. სპეციალურად იმ კონკურსისთვის გამოვიგონე ასეთი ნომერი: ერთი კარტი დაგივარდება, შემდეგ ის ჰაერში აფრინდება და ტრიალს იწყებს. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნომერია. როცა ნომერი დავასრულე, სანამ ჟიურის პასუხს გავიგებდი, ჩემთან მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა, რომ ჩემი ტექნიკა და ნომერი ძალიან მოეწონა.- ვინ იყო ის პიროვნება?- იმ დროს ჰოლანდიაში ჩამოსული იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები, მათ შორის იყო ჰანს კლოკი, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. სწორედ მან მომიწონა ტექნიკა და ისე გამიხარდა, შოკში ვიყავი. საბოლოოდ, ალბათ, უცხოეთში მომიწევს გადასვლა. როცა საერთაშორისო მასშტაბით დისკებს უშვებ, მერე სხვადასხვა ღონისძიებებზეც გიწვევენ. საერთოდ, კარტებით მანიპულატორი იშვიათია და, შესაბამისად, ანაზღაურებაც დიდია. ჩემი მიზანია ამ სფეროში პოპულარული გავხდე.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23715/70/237157066_0:148:1217:1061_1920x0_80_0_0_f1749d0b028b39fbdd68f52982ff3c58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
როგორ გახდა ფოკუსების მოყვარული ბათუმელი ბიჭი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული
16:18 23.02.2023 (განახლებულია: 21:18 23.02.2023) „თავიდან მშვიდი ბავშვი ვიყავი, ეშმაკობა მას შემდეგ დავიწყე, რაც ფოკუსები ვისწავლე“ – ამბობს სერგი დოლიძე, რომელიც მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ფოკუსების სიყვარული დროთა განმავლობაში პოპულარულს გახდიდა...
პირველად ფართო მაყურებელმა მისი გამოსვლა 2017 წლის „ნიჭიერში" იხილა. შემდეგ ჰოლანდიაში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
- სერგი, რამდენი წლის იყავით, როცა ფოკუსებით დაინტერესდით?
- შვიდი წლის ვიყავი. მაშინ ტელევიზორში ვუყურებდი ხოლმე. მერე სხვადასხვა ნივთებით დავიწყე მანიპულირება. შემდეგ ფოკუსების წიგნი ვიყიდე და ინტერნეტის საშუალებითაც ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. დამიჯერებთ, რომ პოკერის თამაშიც კი არ ვიცი? იმდენად ვარ გადართული ფოკუსებზე, რომ კარტის თამაში არ მაინტერესებს და არც ვიცი. კარტებით მანიპულაცია ბოლო წლებია, რაც დავიწყე და დღეს კარტებით მანიპულატორი ვარ. 7-დან 15 წლამდე იმდენს ვახერხებდი, რომ ადამიანს ლაპარაკის დროს მაჯიდან საათს ვხსნიდი ისე, რომ ვერ ამჩნევდა.
- ალბათ რაიმე საიდუმლოსაც ფლობთ, თუ როგორ აკეთებთ ამ ფოკუსებს...
- საიდუმლო ვიცი, მაგრამ კარგად ვინახავ და არავის ვუმხელ. არიან ფოკუსის შემსრულებლები და ისინი, ვინც ამ ფოკუსებს იგონებს. ამ სფეროში იშვიათია ილუზიონისტი, ვინც ფოკუსს კიდეც იგონებს და მისივე გამოგონებულს კიდეც ასრულებს. ასეთი რამ ილუზიონისტების მხოლოდ 5%-ს შეუძლია. იქიდან გამომდინარე, რომ ფოკუსებს ბავშვობიდან ვაკეთებ და ბევრი ვიცი, დღეს უკვე იმ შედეგს მივაღწიე, რომ გამომგონებელიც ვარ. ფოკუსების 90 პროცენტი, რომლებსაც ვაკეთებ, ჩემი გამოგონილია.
- ჰოლანდიაში როგორ გაიგეს თქვენზე?
- ჰოლანდიაში არის რუსი ილუზიონისტი ქალი კეიტ მედვედევა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ჟიურის წევრია. მას ჩემმა ახლობელმა ვიდეო გაუგზავნა და ჰკითხა, თუ შეიძლება, რომ ეს ადამიანი რაიმე კონკურსზე გავიდესო. მანაც ნახა, მოეწონა და მიგვიწვია ფასდაკლებით. ფესტივალზე დარეგისტრირება 200 ევრო ღირდა და ჩვენ 100 დოლარად დავრეგისტრირდით. ამ ქალის დახმარებით მოვხვდი ილუზიონისტების საერთაშორისო კონკურსზე ჰოლანდიაში, სადაც მესამე ადგილი დავიკავე. რვაწუთიანი ნომერი მქონდა წაღებული. სპეციალურად იმ კონკურსისთვის გამოვიგონე ასეთი ნომერი: ერთი კარტი დაგივარდება, შემდეგ ის ჰაერში აფრინდება და ტრიალს იწყებს. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნომერია. როცა ნომერი დავასრულე, სანამ ჟიურის პასუხს გავიგებდი, ჩემთან მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა, რომ ჩემი ტექნიკა და ნომერი ძალიან მოეწონა.
- იმ დროს ჰოლანდიაში ჩამოსული იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები, მათ შორის იყო ჰანს კლოკი, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. სწორედ მან მომიწონა ტექნიკა და ისე გამიხარდა, შოკში ვიყავი. საბოლოოდ, ალბათ, უცხოეთში მომიწევს გადასვლა. როცა საერთაშორისო მასშტაბით დისკებს უშვებ, მერე სხვადასხვა ღონისძიებებზეც გიწვევენ. საერთოდ, კარტებით მანიპულატორი იშვიათია და, შესაბამისად, ანაზღაურებაც დიდია. ჩემი მიზანია ამ სფეროში პოპულარული გავხდე.