https://sputnik-georgia.com/20230223/prostituciis-xelshewyobis-braldebit-11-piri-daakaves-275171845.html
საქართველოში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
საქართველოში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T13:40+0400
2023-02-23T13:40+0400
2023-02-23T18:13+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_75b1d772a73687e7451148cfb3ad566c.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 35-დან 59 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი ხუთი პირია.ბრალდებულები თბილისში ხიზანიშვილის, ჭირნახულის და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს კლიენტების მომსახურების მიზნით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ.სამართალდამცველებმა სასტუმროებში ჩატარებული ჩხრეკისას პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_c248a7ebbd0d2e194dd98ed50e126518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
13:40 23.02.2023 (განახლებულია: 18:13 23.02.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 35-დან 59 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი ხუთი პირია.
ბრალდებულები თბილისში ხიზანიშვილის, ჭირნახულის და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს კლიენტების მომსახურების მიზნით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ.
სამართალდამცველებმა სასტუმროებში ჩატარებული ჩხრეკისას პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.