მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ეს დაუსაბუთებელი ვარაუდებია“: ჩინეთმა ინფორმაცია უარყო

© photo: Sputnik / Anna Ratkogloვან ვენბინი
ვან ვენბინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ინფორმაცია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ, რაზეც მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრეს, დაუსაბუთებელი ვარაუდებია, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა.
ჩინელმა დიპლომატმა ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ „უსაფუძვლო სპეკულაციები“ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და „ნამდვილად გააკეთონ რაღაც“ მშვიდობის მისაღწევად.

„როგორც ყველამ ვიცით, შეერთებული შტატები და ნატოს სხვა ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის ყველაზე დიდი წყაროები არიან. მაგრამ ახლა ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აპირებს. მსგავსი ტაქტიკა უკრაინის კრიზისის დაწყების მომენტიდან გამოიყენება“, — განაცხადა ვან ვენბინმა ბრიფინგზე.

გარდა ამისა, ვენბინს მიაჩნია, რომ ნატო უგულებელყოფს როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარის უსაფრთხოების ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი ალიანსის როლზე აქვს პრეტენზია.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. გარდა ამისა, პეკინი მხარს უჭერს რუსეთს „რიტორიკისა და პოლიტიკის დონეზეც“, რითაც არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს მოსკოვს.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც, რომლის თქმით, „ნატო ხედავს გარკვეულ მინიშნებებს, რომ ჩინეთი შესაძლოა რუსეთის მხარდაჭერას გეგმავდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში“.
ყველა ახალი ამბავი
0