https://sputnik-georgia.com/20230222/sualeduri-arcevnebi-ocnebam-kandidatebi-daasaxela-275136932.html
შუალედური არჩევნები: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატები დაასახელა
შუალედური არჩევნები: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატები დაასახელა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატები გაიმარჯვებენ. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T16:38+0400
2023-02-22T16:38+0400
2023-02-23T15:55+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_01d0f168da2abf7883527ab21c769c6c.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ფოთში, ხობსა და სენაკში, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე ცაგერსა და თერჯოლაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარმოადგინა.გადაწყვეტილება კანდიდატების წარმოდგენის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში გიორგი ხახუბია დაასახელეს.ხახუბიამ დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, ის სხვადასხვა დროს იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.„წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში“, – განაცხადა კობახიძემ.პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის რაიონის მერის თანამდებობაზე წარმოადგინეს ლევან ზალკალიანის კანდიდატურა. კობახიძის თქმით, ის წარმატებული იურისტი, სახელმწიფო მოხელეა. მან იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად.ზალკალიანს დღემდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.რაც შეეხება თერჯოლის რაიონის მერს, მმართველმა პარტიამ მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურა წარმოადგინა. ის სპეციალობით ისტორიკოსია. სხვადასხვა დროს იყო საკრებულოს წევრი. ასევე აქვს კერძო სექტორში თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. რობაქიძე იყო თერჯოლის რაიონის მერის მოადგილე. 2011 წელს ის მერის პირველ მოადგილედ დანიშნეს, ხოლო 2022 წლიდან მერის მოვალეობებს ასრულებს.„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სამივე კანდიდატს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.რამდენი ამომრჩეველი მისცემს ხმას ელექტრონულად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - ცესკო>>საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს პარლამენტში შუალედური არჩევნები და მუნიციპალურ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. 164 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული.ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება ამომრჩევლების ვერიფიკაციის, ასევე კენჭისყრის პროცესისა და ხმების დათვლისთვის 117 საარჩევნო უბანზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ამომრჩევლების 91%-ს მოიცავს.იმ 47 უბანზე, სადაც ჩვეული ურნები იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება და გამოქვეყნდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fabb0c42106fc0c80ac892a5010d3ff0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
შუალედური არჩევნები: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატები დაასახელა
16:38 22.02.2023 (განახლებულია: 15:55 23.02.2023) მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატები გაიმარჯვებენ.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ფოთში, ხობსა და სენაკში, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე ცაგერსა და თერჯოლაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარმოადგინა.
გადაწყვეტილება კანდიდატების წარმოდგენის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში გიორგი ხახუბია დაასახელეს.
„პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
ხახუბიამ დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, ის სხვადასხვა დროს იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში“, – განაცხადა კობახიძემ.
პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის რაიონის მერის თანამდებობაზე წარმოადგინეს ლევან ზალკალიანის კანდიდატურა. კობახიძის თქმით, ის წარმატებული იურისტი, სახელმწიფო მოხელეა. მან იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად.
ზალკალიანს დღემდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
რაც შეეხება თერჯოლის რაიონის მერს, მმართველმა პარტიამ მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურა წარმოადგინა. ის სპეციალობით ისტორიკოსია. სხვადასხვა დროს იყო საკრებულოს წევრი. ასევე აქვს კერძო სექტორში თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. რობაქიძე იყო თერჯოლის რაიონის მერის მოადგილე. 2011 წელს ის მერის პირველ მოადგილედ დანიშნეს, ხოლო 2022 წლიდან მერის მოვალეობებს ასრულებს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სამივე კანდიდატს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს პარლამენტში შუალედური არჩევნები და მუნიციპალურ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. 164 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული.
ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება ამომრჩევლების ვერიფიკაციის, ასევე კენჭისყრის პროცესისა და ხმების დათვლისთვის 117 საარჩევნო უბანზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ამომრჩევლების 91%-ს მოიცავს.
იმ 47 უბანზე, სადაც ჩვეული ურნები იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება და გამოქვეყნდება.