https://sputnik-georgia.com/20230206/ramdeni-amomrceveli-miscems-xmas-eleqtronulad-2024-wlis-saparlamento-arcevnebze-cesko-274625748.html
რამდენი ამომრჩეველი მისცემს ხმას ელექტრონულად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - ცესკო
რამდენი ამომრჩეველი მისცემს ხმას ელექტრონულად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - ცესკო
Sputnik საქართველო
ცესკოს წევრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T19:34+0400
2023-02-06T19:34+0400
2023-02-06T21:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264479601_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_f321c00216875dd23eb661ccd05b7b19.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% მონაწილეობას მიიღებს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.მისი თქმით, დანარჩენ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენები გაციფრულდება, ხოლო შედეგები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაითვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება ორშაბათს ცესკოს სხდომაზე მიიღეს.ცესკოს წევრის ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას.მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკოს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის, აღნიშნა ნორაკიძემ.პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე დაინერგება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას ითვალისწინებს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264479601_5:0:1288:962_1920x0_80_0_0_175f9ba2b99d20d19d022a30c3df76ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში
რამდენი ამომრჩეველი მისცემს ხმას ელექტრონულად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - ცესკო
19:34 06.02.2023 (განახლებულია: 21:55 06.02.2023) ცესკოს წევრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% მონაწილეობას მიიღებს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, დანარჩენ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენები გაციფრულდება, ხოლო შედეგები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაითვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება ორშაბათს ცესკოს სხდომაზე მიიღეს.
„ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწად-ნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკოს წევრის ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკოს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის, აღნიშნა ნორაკიძემ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას“, – განაცხადა ივანე ნორაკიძემ.
პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე დაინერგება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას ითვალისწინებს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.