https://sputnik-georgia.com/20230222/rodis-dasruldeba-bagebisa-da-universitetis-qucis-damakavsirebeli-xidis-msenebloba-275148382.html
როდის დასრულდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
როდის დასრულდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
Sputnik საქართველო
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T18:26+0400
2023-02-22T18:26+0400
2023-02-22T22:25+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275134402_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_acdc66cc3e26e036f252a8da72d1ec7d.jpg
თბილისი, 22 თებრვალი – Sputnik. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე მერიის მაღალჩინოსნებთან ერთად აღნიშნული საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო. როგორც მან განაცხადა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 24-მეტრიანი, ორი ორ-ორზოლიანი საავტომობილო გზა, რომლითაც ისარგებლებენ ის ადამიანებიც, რომლებიც გადაადგილებისთვის თამარაშვილის ქუჩას იყენებენ.თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ხოლო დანარჩენი კედლების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.ბაგების დასახლების მხარეს გზაგამტარის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. ეწყობა ხიდის ბურჯებიც და მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების გადატანის სამუშაოები.პროექტის ფარგლებში ასევე ეწყობა უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკის სავენტილაციო შახტი და საქვაბე.რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თბილისში?>>უწყების ცნობით, ამ დროისათვის გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს.უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარია.ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. ხიდი 532 მეტრი სიგრძის იქნება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275134402_116:0:1933:1363_1920x0_80_0_0_0212f1a46124568d3386280b18190878.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
როდის დასრულდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
18:26 22.02.2023 (განახლებულია: 22:25 22.02.2023) ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 22 თებრვალი – Sputnik. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე მერიის მაღალჩინოსნებთან ერთად აღნიშნული საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო. როგორც მან განაცხადა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 24-მეტრიანი, ორი ორ-ორზოლიანი საავტომობილო გზა, რომლითაც ისარგებლებენ ის ადამიანებიც, რომლებიც გადაადგილებისთვის თამარაშვილის ქუჩას იყენებენ.
„პარალელურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელების გადატანა. ასევე დაგეგმილი გვაქვს უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით. ამ პროექტს ძალიან მალე დავიწყებთ. რაც შეეხება ხიდს, მისი ყველაზე მაღალი ბურჯი დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლისაა. ამ მასშტაბის სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ ჩატარებულა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ხოლო დანარჩენი კედლების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ბაგების დასახლების მხარეს გზაგამტარის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. ეწყობა ხიდის ბურჯებიც და მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების გადატანის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ასევე ეწყობა უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკის სავენტილაციო შახტი და საქვაბე.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარია.
ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. ხიდი 532 მეტრი სიგრძის იქნება.