რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თბილისში?

© photo: Sputnik / Stringerქეთევან წამებულის გამზირი
ქეთევან წამებულის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
2023 წელს თბილისის განვითარების ფონდი თბილისის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. 2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის წერეთლის გამზირისა და მშვიდობის ხიდის სრული რეაბილიტაციაც შედის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კრწანისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომელიც გაზაფხულისთვის დასრულდება.
ასევე მიმდინარეობს ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ხიდის მშენებლობის ფარგლებში იგეგმება უნივერსიტეტის ქუჩის სრული აღდგენაც. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
გარდა ამისა, ბოლო ეტაპზეა გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა. ამ დროისათვის პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
© Government of Georgiaგუდიაშვილის ბაღი
Отреставрированная площадь Гудиашвили в старом Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გუდიაშვილის ბაღი
უახლოეს მომავალში დაგეგმილია შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და მშვიდობის ხიდის მთლიანი რეაბილიტაცია-მოწესრიგება.
სამგორის რაიონში დაგეგმილია ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ხოლო ისნის რაიონში – ეშბას ქუჩის და მახათას აღმართის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა.
2023 წელს თბილისის განვითარების ფონდი თბილისის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორისაა გუდიაშვილის მოედანზე 12 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ორბელიანის ქუჩაზე ორი შენობის, ფურცელაძის ქუჩაზე სამი შენობის, ერეკლეს ქუჩაზე აბრეშუმის მუზეუმის, კადეტთა კორპუსის, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია.
აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება 125 მილიონ ლარამდეა.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს პირველი ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ბიუჯეტიც 7 მილიონ ლარამდეა.
მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სულხან-საბას, ინგოროყვასა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.
გამწვანების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია. კერძოდ, განახლდება ვაზისუბნის პარკი, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე პარკი, ციციშვილის პარკი, მუხიანის პარკი და პირველი რესპუბლიკური პარკი.
გარდა ამისა, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი პარკი.
კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია საზოგადოებას ყველა იმ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის, რომელთა განხორციელების შემდეგ თბილისი უფრო მეტად მოწესრიგებული გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0