https://sputnik-georgia.com/20230222/lia-elvteriadi-275140768.html
როცა სამშობლოდან ისევ სამშობლოში მიდიხარ - თბილისელი მხატვრის ამბავი ათენში
როცა სამშობლოდან ისევ სამშობლოში მიდიხარ - თბილისელი მხატვრის ამბავი ათენში
Sputnik საქართველო
„მენატრებიან მეგობრები, თუმცა როცა მათ ვხვდები, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არსად წავსულვარ. ჩემი სული ისევ თბილისში ტრიალებს“ - დედით ქართველი და მამით ბერძენი... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T15:37+0400
2023-02-22T15:37+0400
2023-02-22T21:10+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23620/97/236209770_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_51e612c70766444ffbc38007f11d27d9.jpg
თესალონიკში 90-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს აცხადებს, რომ ორი სამშობლო აქვს და ორივე ერთნაირად უყვარს.საქართველოს გარდა მისი ნახატები საბერძნეთის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების გალერეებში და კერძო კოლექციებშია. მონაწილეობა აქვს მიღებული 28 პერსონალურ და 64 ჯგუფურ გამოფენაში. 2004 წელს თესალონიკის პრეფექტურიდან და „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრიდან" საპატიო ჯილდო მიიღო.- ქალბატონო ლია, იმ გამოფენებიდან, რომელშიც მონაწილეობდით, რომელს თვლით ყველაზე მნიშვნელოვნად?- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პეკინის 2015 და 2017 წლის ბიენალეში მონაწილეობა იყო. ჩემი ნამუშევრები ბევრ კერძო და არაკერძო კოლექციაშია საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში. გამოფენა შვეიცარიაში, ციურიხშიც მქონდა. საბერძნეთში პედაგოგიც ვარ, გობელენის ქსოვას ვასწავლი აქაურ მოსწავლეებს. მათი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.- ამბობენ, ყველაფერი ბავშვობიდან მოდისო, გაიხსენეთ ის დრო...- საოცარი ბავშვობა მქონდა – თბილისში დავიბადე. როგორც ყველა ბავშვი, მეც ბავშვობიდან ვხატავ, ვხატავდი მამაჩემთან ერთად, მისი დახატული ცხენები მახსოვს. 143-ე საშუალო სკოლაში მოქანდაკე თამაზ გოთუასთან ხატვის ექსპერიმენტულ კლასში ვსწავლობდი. საუკეთესო მოგონებები ჩემს მეგობრებს უკავშირდება პიონერთა სასახლიდან, პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან და უნივერსიტეტიდან, სადაც ვსწავლობდი.- როგორ შეხვდით ოჯახის გადაწყვეტილებას, რომ საცხოვრებლად საბერძნეთში უნდა გადასულიყავით?- ეს გადაწყვეტილება 1995 წელს ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. განშორება პატარა სიკვდილიაო, ამბობენ, ალბათ მეც ეს სიკვდილი დამემართა აქ წამოსვლის წინ. მაშინ ავად გავხდი და ექიმები ვერ მიხვდნენ რა მჭირდა. მე კი იმისგან, რომ მალე საქართველო უნდა დამეტოვებინა, ფიზიკურად გავხდი ცუდად. მართალია, ვიცოდი, სად მოვდიოდი, მაინც ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ყველა ადამიანი დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას განიცდის, როცა სამშობლოს ტოვებს.- მანამდე თუ იყავით საბერძნეთში ჩასული?- სანამ აქ მუდმივად გადმოვსახლდებოდი, რამდენჯერმე ჩამოვედი. 1995 წლის იანვარში პირველ ჯგუფურ გამოფენაში ათენში მივიღე მონაწილეობა. მართალია, საბერძნეთზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, კარგა ხანს მქონდა იმის შეგრძნება, რომ აქ დროებით ვიყავით ჩამოსული და მალე ისევ უკან, საქართველოში დავბრუნდებოდით.- შემდეგ დადგა დრო, როცა მიხვდით – საბერძნეთი თქვენი სამშობლოა...- დიახ, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლებოდა. ჩემი შვილი აქ იზრდებოდა და მისი სამშობლო საბერძნეთი იყო. მერე სახლი შევიძინეთ, მამის საფლავიც გაჩნდა და მივხვდი, რომ აქ უნდა დავრჩე. საბერძნეთში ბევრი მეგობარი მყავს. ბერძნები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. საქართველო - ჩემი ბავშვობაა, ჩემი მეგობრებია, რომლებიც სულ ჩემთან, უფრო სწორედ, სულ ჩემში არიან, რადგან მათ არასოდეს დავშორებულვარ…ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23620/97/236209770_9:0:2048:1529_1920x0_80_0_0_1a1a8be8eee76026484eea53f65897db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
როცა სამშობლოდან ისევ სამშობლოში მიდიხარ - თბილისელი მხატვრის ამბავი ათენში
15:37 22.02.2023 (განახლებულია: 21:10 22.02.2023) „მენატრებიან მეგობრები, თუმცა როცა მათ ვხვდები, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არსად წავსულვარ. ჩემი სული ისევ თბილისში ტრიალებს“ - დედით ქართველი და მამით ბერძენი ლია ელევთერიადი თბილისში დაიბადა, მხატვრადაც ამ ქალაქში ჩამოყალიბდა.
თესალონიკში 90-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს აცხადებს, რომ ორი სამშობლო აქვს და ორივე ერთნაირად უყვარს.
საქართველოს გარდა მისი ნახატები საბერძნეთის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების გალერეებში და კერძო კოლექციებშია. მონაწილეობა აქვს მიღებული 28 პერსონალურ და 64 ჯგუფურ გამოფენაში. 2004 წელს თესალონიკის პრეფექტურიდან და „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრიდან" საპატიო ჯილდო მიიღო.
- ქალბატონო ლია, იმ გამოფენებიდან, რომელშიც მონაწილეობდით, რომელს თვლით ყველაზე მნიშვნელოვნად?
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პეკინის 2015 და 2017 წლის ბიენალეში მონაწილეობა იყო. ჩემი ნამუშევრები ბევრ კერძო და არაკერძო კოლექციაშია საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში. გამოფენა შვეიცარიაში, ციურიხშიც მქონდა. საბერძნეთში პედაგოგიც ვარ, გობელენის ქსოვას ვასწავლი აქაურ მოსწავლეებს. მათი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.
- ამბობენ, ყველაფერი ბავშვობიდან მოდისო, გაიხსენეთ ის დრო...
- საოცარი ბავშვობა მქონდა – თბილისში დავიბადე. როგორც ყველა ბავშვი, მეც ბავშვობიდან ვხატავ, ვხატავდი მამაჩემთან ერთად, მისი დახატული ცხენები მახსოვს. 143-ე საშუალო სკოლაში მოქანდაკე თამაზ გოთუასთან ხატვის ექსპერიმენტულ კლასში ვსწავლობდი. საუკეთესო მოგონებები ჩემს მეგობრებს უკავშირდება პიონერთა სასახლიდან, პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან და უნივერსიტეტიდან, სადაც ვსწავლობდი.
- როგორ შეხვდით ოჯახის გადაწყვეტილებას, რომ საცხოვრებლად საბერძნეთში უნდა გადასულიყავით?
- ეს გადაწყვეტილება 1995 წელს ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. განშორება პატარა სიკვდილიაო, ამბობენ, ალბათ მეც ეს სიკვდილი დამემართა აქ წამოსვლის წინ. მაშინ ავად გავხდი და ექიმები ვერ მიხვდნენ რა მჭირდა. მე კი იმისგან, რომ მალე საქართველო უნდა დამეტოვებინა, ფიზიკურად გავხდი ცუდად. მართალია, ვიცოდი, სად მოვდიოდი, მაინც ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ყველა ადამიანი დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას განიცდის, როცა სამშობლოს ტოვებს.
- მანამდე თუ იყავით საბერძნეთში ჩასული?
- სანამ აქ მუდმივად გადმოვსახლდებოდი, რამდენჯერმე ჩამოვედი. 1995 წლის იანვარში პირველ ჯგუფურ გამოფენაში ათენში მივიღე მონაწილეობა. მართალია, საბერძნეთზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, კარგა ხანს მქონდა იმის შეგრძნება, რომ აქ დროებით ვიყავით ჩამოსული და მალე ისევ უკან, საქართველოში დავბრუნდებოდით.
- შემდეგ დადგა დრო, როცა მიხვდით – საბერძნეთი თქვენი სამშობლოა...
- დიახ, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლებოდა. ჩემი შვილი აქ იზრდებოდა და მისი სამშობლო საბერძნეთი იყო. მერე სახლი შევიძინეთ, მამის საფლავიც გაჩნდა და მივხვდი, რომ აქ უნდა დავრჩე. საბერძნეთში ბევრი მეგობარი მყავს. ბერძნები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. საქართველო - ჩემი ბავშვობაა, ჩემი მეგობრებია, რომლებიც სულ ჩემთან, უფრო სწორედ, სულ ჩემში არიან, რადგან მათ არასოდეს დავშორებულვარ…