როცა ხელოვნების ძალას გრძნობ და საქმე, რომელშიც სიმშვიდეს ჰპოვებ

© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძე
ლელა ნუცუბიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
„ქარგვა გიქმნის თავისებურ მშვიდ და ლამაზ განწყობას და ის გარემოც, სადაც ქარგავ, ასეთივე ხდება“ – გვითხრა ქუთაისელმა ლელა ნუცუბიძემ, რომელიც პროფესიით ფილოლოგია.
თვითნასწავლი ხელოვანი დღეს „საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების“ ასოციაციის წევრია. წყლის ტექნიკით ნაქარგმა მისმა ნამუშევრებმა ბევრ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ამან თაყვანისმცემლებიც შესძინა.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძე
ლელა ნუცუბიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
ლელა ნუცუბიძე
- ქალბატონო ლელა, საუბარი თქვენი პროფესიით დავიწყოთ: ფილოლოგი რატომ გახდით?
- სახლში ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს. შესაბამისად, კითხვაც პატარაობიდან დავიწყე. ერთ რომელიმე ჟანრს არ ვარჩევდი. თუმცა არ ვიცი რატომ, კლასიკური ნაწარმოების შემდეგ აუცილებლად მსუბუქ ლიტერატურას ვკითხულობდი ხოლმე. ამის გარდა, სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას სასიამოვნო გარეგნობის, არაჩვეულებრივი პედაგოგი ეთერ ტეხაშვილი მასწავლიდა. ვთვლი, რომ ჩემი პროფესიაც ამ ქალბატონმა განსაზღვრა.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
- ქარგვით თქვენი გატაცება როდის დაიწყო?
- ბავშვობაში სულ ვაკვირდებოდი დედას, რომელიც წყლის ტექნიკით ქარგავდა. მომწონდა ფერადი ძაფები, თუმცა მათთან მიახლოებას ვერ ვბედავდი. ჰოდა, მართლაც ერთ მშვენიერ დღეს გავბედე, დავჯექი და ჩუმად ამოვქარგე ყვავილები, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამის შემდეგ „მოვიწამლე" ამ ხელსაქმით. ხატვით, გაგიკვირდებათ და, საერთოდ არ ვხატავ. როცა ქარგვა დავიწყე, ისიც კი არ ვიცოდი, ძაფებს ნომრები თუ ჰქონდა. მოგვიანებით ბავშვობის მეგობარმა ჯვარედინი ქარგვა მასწავლა.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
- ჩვენში ბევრია ქარგვით გატაცებული...
- როცა დავინტერესდი, სოციალურ ქსელებში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში თურმე ბევრი ქალბატონი ქარგავს. გამიჩნდა სურვილი, რომ ისინი გამეცნო და შევხვედროდი მათ. ასეც მოხდა, გაცნობის მერე რეგულარული შეხვედრები დავიწყეთ. მერე ერთობლივი გამოფენებიც მოეწყო თელავში, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში. ყველა გამოფენა ერთნაირად საინტერესო იყო. სასიამოვნოა, როცა ერთ სივრცეში თავმოყრილ ამდენ სილამაზეს უყურებ.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
- როგორია ქალაქი, რომელსაც მშობლიურად თვლით?
- ქუთაისმა დღემდე შეინარჩუნა თავისი კოლორიტი, ინდივიდუალურობა და სულიერება, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა. აქ ჩემი ბავშვობაა - ფერადი, ლაღი და ლამაზი წარსული. მიყვარს მწვანეში ჩაფლული ეს მშვიდი და ზომიერი იუმორით გაჯერებული ქალაქი, რომლისთვისაც სტუმართმოყვარეობა უცვლელი ტრადიციაა. ბედნიერებას მანიჭებს აქაური ურთიერთობები და ალბათ ესეც მეხმარება იმ საქმეში, რაშიც, მგონი, საკუთარი თავი და სიმშვიდე ვიპოვე.
© photo: courtesy of Lela Nutsubidzeლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
- ქარგვის დროს რა გეხმარებათ?
- ფიქრი მიყვარს და ეს ალბათ თითქმის ყველა სურათზე აისახება. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ძაფებს და ფერებს ვეთამაშები–მეთქი. ჩემთვის ამგვარი „თამაშის“ პროცესი ძალიან სასიამოვნოა. მიყვარს, როცა უჯრა უჯრას ემატება, ფერს ფერი ცვლის შეუმჩნევლად. საოცარი მომენტია, ესაა ხელოვნების ძალა, რომელსაც იმ წუთებში გრძნობ. როცა სურათი ბევრი სხვადასხვა ფერის ძაფით იქარგება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამავე დროს საინტერესოცაა. ვქარგავ „მულინის" ძაფით, ჯვარედინი და წყლის ტექნიკით, დღეს ასე ბევრი მუშაობს, მაგრამ მე ვცდილობ ინდივიდუალობა შევინარჩუნო და მხოლოდ ისე მოვქარგო, როგორც მესმის და მომწონს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0