https://sputnik-georgia.com/20230222/giorgi-xojevanishvils-deputatis-uplebamosileba-sheuwyda-275153786.html
გიორგი ხოჯევანიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა
გიორგი ხოჯევანიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენდა... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T19:47+0400
2023-02-22T19:47+0400
2023-02-22T22:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274643417_135:364:1914:1365_1920x0_80_0_0_5dea8e36997de727d1d42f490fb5fcb9.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენდა, უფლებამოსილება შეუჩერა.„გიორგი ხოჯევანიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი 78 ხმით იქნა მიღებული.გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის დატოვების, პოლიტიკური მოღვაწეობის შეწყვეტისა და საქმიანობის კერძო სექტორში გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ თებერვლის დასაწყისში განაცხადა.პოლიტიკოსმა პარლამენტთან ერთად ასევე პარტია „საქართველოსთვის" დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან ერთადერთი გარემოება დაასახელა – „მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს“.დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, არ მეძლევა საშუალება ეფექტურად შევასრულო წინასაარჩევნო დაპირებები, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მისთვის არცერთი თანამდებობა თვითმიზანი არ ყოფილა. მისთვის, როგორც საჯარო მოხელისთვის პრიორიტეტი ხალხის ინტერესების სამსახური იყო.შუალედური არჩევნები: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატები დაასახელა>>>ხოჯევანიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გახდა. მანამდე იგი შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.2021 წლის აპრილში მან ხუთ დეპუტატთან ერთად დატოვა მმართველი პარტიის რიგები, ოპოზიციაში გადავიდა და გახარიას პარტიას შეუერთდა.მას შემდეგ, რაც ხოჯევანიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, გორისა და კასპის ოლქში შემოდგომაზე შუალედური არჩევნები გაიმართება.საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩიეს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება კანონით დადგენილი წესით, აპრილში ან ოქტომბერში.თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეწყდა, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო უფლებამოსილება თუ შეწყდა 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში – უახლოეს აპრილში.უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274643417_250:375:1570:1365_1920x0_80_0_0_576c994576079b2d1378d1694e69edcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენდა, უფლებამოსილება შეუჩერა.
„გიორგი ხოჯევანიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი 78 ხმით იქნა მიღებული.
გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის დატოვების, პოლიტიკური მოღვაწეობის შეწყვეტისა და საქმიანობის კერძო სექტორში გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ თებერვლის დასაწყისში განაცხადა.
პოლიტიკოსმა პარლამენტთან ერთად ასევე პარტია „საქართველოსთვის" დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან ერთადერთი გარემოება დაასახელა – „მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს“.
დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, არ მეძლევა საშუალება ეფექტურად შევასრულო წინასაარჩევნო დაპირებები, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მისთვის არცერთი თანამდებობა თვითმიზანი არ ყოფილა. მისთვის, როგორც საჯარო მოხელისთვის პრიორიტეტი ხალხის ინტერესების სამსახური იყო.
ხოჯევანიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გახდა. მანამდე იგი შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
2021 წლის აპრილში მან ხუთ დეპუტატთან ერთად დატოვა მმართველი პარტიის რიგები, ოპოზიციაში გადავიდა და გახარიას პარტიას შეუერთდა.
მას შემდეგ, რაც ხოჯევანიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, გორისა და კასპის ოლქში შემოდგომაზე შუალედური არჩევნები გაიმართება.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩიეს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება კანონით დადგენილი წესით, აპრილში ან ოქტომბერში.
თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეწყდა, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო უფლებამოსილება თუ შეწყდა 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში – უახლოეს აპრილში.
უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.