https://sputnik-georgia.com/20230222/gamozalva-narkotikebi-policiam-4-piri-daakava-275134836.html
გამოძალვა, ნარკოტიკები და დანაშაულის დაფარვა - პოლიციამ 4 პირი დააკავა
გამოძალვა, ნარკოტიკები და დანაშაულის დაფარვა - პოლიციამ 4 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T15:56+0400
2023-02-22T15:56+0400
2023-02-22T21:34+0400
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324219_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_3401c930322f64ae8c4302fc133ef5d5.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი ოთხი ადამიანი დააკავა.43 წლის ლ.ღ. და 46 წლის ა.ჩ. მეტსახელად „ბუფალო“ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის არიან დაკავებული. 44 წლის ლ.ბ-ს, მეტსახელად „კუდალას“ გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. კიდევ ერთი პირი – 52 წლის გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დააკავებული.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 20 იანვარს ნაცნობი პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის ორი კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით წაიყვანეს დიღომში ავტომანქანით, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების წამებით, დაწვითა და ლიკვიდაციით, ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მათ პ.ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ს საბანკო ანგარიშზე 20 ათას ლარს ჩარიცხავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლესა და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულს სძალავდნენ>>ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით „მარიხუანა".მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერაც.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324219_277:0:2500:1667_1920x0_80_0_0_621586743edb87e125f0eb9f77a8f23d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
გამოძალვა, ნარკოტიკები და დანაშაულის დაფარვა - პოლიციამ 4 პირი დააკავა
15:56 22.02.2023 (განახლებულია: 21:34 22.02.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი ოთხი ადამიანი დააკავა.
43 წლის ლ.ღ. და 46 წლის ა.ჩ. მეტსახელად „ბუფალო“ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის არიან დაკავებული. 44 წლის ლ.ბ-ს, მეტსახელად „კუდალას“ გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. კიდევ ერთი პირი – 52 წლის გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დააკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 20 იანვარს ნაცნობი პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის ორი კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.
ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით წაიყვანეს დიღომში ავტომანქანით, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების წამებით, დაწვითა და ლიკვიდაციით, ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მათ პ.ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ს საბანკო ანგარიშზე 20 ათას ლარს ჩარიცხავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლესა და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.
ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით „მარიხუანა".
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერაც.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.