https://sputnik-georgia.com/20230222/evronestis-saparlamento-asambleam-saqartvelos-evrokavsirsi-gawevrianebas-mxari-dauwira-275138645.html
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ აღიარა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წვლილი ევროკავშირის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T17:16+0400
2023-02-22T17:16+0400
2023-02-22T21:54+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
მოლდოვა
უკრაინა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_1fe9a2aa922294097d39559bb35e6aa9.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ სხდომაზე კიშინიოვში მიიღო რეზოლუცია „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკომისიამ მიიღო უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილია.როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახლა ახალი რეალობა გაჩნდა.ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შეტანილ წვლილს ევროკავშირის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში და ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ასამბლეამ მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ბიძგი მისცენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა კიშინიოვში 19-21 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებაში, ევროპარლამენტის დეპუტატების გარდა, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტების დეპუტატები.ასამბლეის მუშაობაში საქართველოდან მონაწილეობდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, დეპუტატები მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.რა პირობებში მოუწევს საქართველოს თავის დაცვა ევროპისგან - დეპუტატის მოსაზრება>>ევრონესტი – ეს არის პარლამენტთაშორისი ასამბლეა, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების დასაახლოებლად. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ – არის ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროგრამა ექვს ქვეყანასთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ითვალისწინებს ამ ორგანიზაციასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა შედგება ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) დელეგაციებისგან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
მოლდოვა
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_2dbb3d00474c1c4b154831dc8a2e82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მოლდოვა, უკრაინა
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მოლდოვა, უკრაინა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
17:16 22.02.2023 (განახლებულია: 21:54 22.02.2023) ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ აღიარა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წვლილი ევროკავშირის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ სხდომაზე კიშინიოვში მიიღო რეზოლუცია „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკომისიამ მიიღო უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილია.
როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახლა ახალი რეალობა გაჩნდა.
„საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. სწორედ ამიტომ საპარლამენტო ასამბლეამ მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი ამ პროცესს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის პროექტის წარდგენისას.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შეტანილ წვლილს ევროკავშირის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში და ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ასამბლეამ მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ბიძგი მისცენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა კიშინიოვში 19-21 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებაში, ევროპარლამენტის დეპუტატების გარდა, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტების დეპუტატები.
ასამბლეის მუშაობაში საქართველოდან მონაწილეობდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, დეპუტატები მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.
ევრონესტი – ეს არის პარლამენტთაშორისი ასამბლეა, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების დასაახლოებლად.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ – არის ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროგრამა ექვს ქვეყანასთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ითვალისწინებს ამ ორგანიზაციასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა შედგება ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) დელეგაციებისგან.