https://sputnik-georgia.com/20230222/evrokavsiri-new-start-ruseti-275125931.html
ევროკავშირმა რუსეთს New START-ში დაბრუნებისკენ მოუწოდა
ევროკავშირმა რუსეთს New START-ში დაბრუნებისკენ მოუწოდა
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირი გმობს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულებაში (CHB III, ან... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T12:24+0400
2023-02-22T12:24+0400
2023-02-22T19:15+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
ევროკავშირი
რუსეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0b/268389112_0:27:2000:1152_1920x0_80_0_0_bf9c15cc11873c4405bc964b51e09011.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირი გმობს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულებაში (CHB III, ან New Start) რუსეთის მონაწილეობის შეჩერებას შეეხება, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ ხელშეკრულებას და მიაჩნია, რომ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან CHB III-ის საიმედო კონტროლის მექანიზმი აძლიერებს უკვე განთავსებული სტრატეგიული ბირთვული არსენალების შემცირებას და ხელს უწყობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების VI მუხლის განხორციელებას.ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შეჩერება ან მისი მოქმედების ვადის ამოწურვა ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და არსებითად აფერხებს შეიარაღების კონტროლის მცდელობებს, რაც არ შეესაბამება CHB III-ის მონაწილე არცერთი სახელმწიფოსა და ასევე სხვა ქვეყნების ინტერესებს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალურ კრებას მიმართა, რა დროსაც განაცხადა, რომ რუსეთი CHB III-ში მონაწილეობას აჩერებს.მისი თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთის წინადადებებს აშშ უარყოფს, ხოლო ნატო აცხადებს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება სურს, რაც არის კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.წყარო: European Union
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0b/268389112_0:0:1780:1335_1920x0_80_0_0_71d63ccb8af8b90a8e02c3687bb4aa3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ევროკავშირი , რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ევროკავშირი , რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირი გმობს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულებაში (CHB III, ან New Start) რუსეთის მონაწილეობის შეჩერებას შეეხება, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ ხელშეკრულებას და მიაჩნია, რომ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან CHB III-ის საიმედო კონტროლის მექანიზმი აძლიერებს უკვე განთავსებული სტრატეგიული ბირთვული არსენალების შემცირებას და ხელს უწყობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების VI მუხლის განხორციელებას.
„ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ხელი შეუწყოს რუსეთის ტერიტორიაზე New START-ით გათვალისწინებულ ინსპექტირებას, მონაწილეობა მიიღოს ხელშეკრულების განმახორციელებელი ორგანოს მუშაობაში და ასევე ორმხრივ საკონსულტაციო კომისიაში — ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში“, — მოუწოდა ევროკავშირმა რუსეთს.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შეჩერება ან მისი მოქმედების ვადის ამოწურვა ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და არსებითად აფერხებს შეიარაღების კონტროლის მცდელობებს, რაც არ შეესაბამება CHB III-ის მონაწილე არცერთი სახელმწიფოსა და ასევე სხვა ქვეყნების ინტერესებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალურ კრებას მიმართა, რა დროსაც განაცხადა, რომ რუსეთი CHB III-ში მონაწილეობას აჩერებს.
მისი თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთის წინადადებებს აშშ უარყოფს, ხოლო ნატო აცხადებს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება სურს, რაც არის კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.