ქაღალდის 28 გული - მათემატიკის გაკვეთილი, რომელზეც ურთიერთობების ხელოვნებას სწავლობ

© courtesy of Tea Urushadzeთეა ურუშაძე მოსწავლესთან ერთად
თეა ურუშაძე მოსწავლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
ამ მასწავლებლის ყველა გაკვეთილი ერთმანეთისგან განსხვავებული და უჩვეულოა. ამის მაგალითად გამოდგება გაკვეთილი, სახელად „სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“, რომელიც მეთორმეტე კლასში ჩაატარა.
მეთორმეტე კლასისთვის მან შეადგინა სპეციალური მათემატიკური ამოცანები, რომელთა ამოხსნის შემდეგ ჯამში სიყვარული და ღიმილი მიიღეს. რა თქმა უნდა, მისი მოსწავლეები ასეთი გაკვეთილებისგან აღფრთოვანებას ვერ მალავენ. საუბარია ოზურგეთის რაიონის მეორე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ თეა ურუშაძეზე. ამ გზით ბავშვებს მარტო თავის საგანს კი არა, სიცოცხლესაც სხვა თვალით აჩვენებს და აყვარებს. მისი ორიგინალური მოსაზრებები ჟურნალ „მასწავლებელში“ არაერთხელ დაბეჭდილა.
© photo: courtesy of Tea Urushadzeმოსწავლესთან ერთად
მოსწავლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
მოსწავლესთან ერთად
− ქალბატონო თეა, თქვენი პირველი გაკვეთილი როგორ გახსენდებათ?
− მახსოვს, პირველი გაკვეთილი მეექვსე კლასთან ჩავატარე და ძალიან ვღელავდი. ბავშვების მომლოდინე თვალების იმედგაცრუების უფლება არ მქონდა. მოსწავლეებთან პირველი შეხვედრისთანავე დავიწყე ძიება იმ გზებისა, რომლებიც მათემატიკის სხვა საგნებთან დაკავშირებაში დამეხმარებოდა. ამისთვის მოვიფიქრე სხვადასხვა საინტერესო მათემატიკური თამაშები, შეჯამებისა და დიფერენცირების განსხვავებული მეთოდები.
© photo: courtesy of Tea Urushadzeთეა ურუშაძე
თეა ურუშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
თეა ურუშაძე
– სადამრიგებლო კლასში რა ორიგინალური აქტივობებით გამოირჩევით?
− ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებულად, ზღაპრის პერსონაჟებით დაიწყო. უკვე განხორციელებული აქტივობებიდან გამოვყოფდი ერთს, სახელად „ურჩიე მეგობარს“, რომელიც გრძელვადიანი იყო. მოსწავლეებიც ისეთები არიან, რომ სხვადასხვა აქტივობებზე სიხარულით მომყვებიან. თან მაღალი მოსწრებით გამოირჩევიან და, რაც მთავარია, ერთმანეთი უყვართ.
© photo: courtesy of Tea Urushadzeმოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
მოსწავლეებთან ერთად
– თქვენი მათემატიკის მასწავლებელი როგორ გახსენდებათ?
− ჩემი მათემატიკის მასწავლებელი არაჩვეულებრივი პიროვნება მურმან მსხალაძე იყო. პირველად მან მაზიარა მათემატიკის იმ სამყაროს, რომელიც მხოლოდ რიცხვები არ არის. ის მათემატიკას უკავშირებდა პოეზიას, ბუნებასა და ყველა სფეროს. ამიტომ სამყაროს ამგვარი აღქმა მეც მისი თვალებით და დახმარებით დავიწყე.
© photo: courtesy of Tea Urushadzeერთ-ერთი აქტივობის დროს
ერთ-ერთი აქტივობის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
ერთ-ერთი აქტივობის დროს
– თქვენს მოსაზრებებს ხშირად აცნობთ ხოლმე კოლეგებს, მათგან რომელს გაიხსენებთ?
− გამოვყოფდი ჩემს სტატიას „თემის განსხვავებული დიფერენცირება“, რაც პრაქტიკაში განხორციელებული აქტივობებიდან ბავშვებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. გაკვეთილზე მათემატიკის მრავალმხრივი ინტეგრირება იყო გამოყენებული − დაწყებული პოეზიის სფეროში მათემატიკის კვალის ძიებით, გაგრძელებული ოქროს კვეთით დაწერილი მუსიკის გაჟღერებით და მხატვრობის ჟანრში მათემატიკის კვალით დასრულებული. ასევე ძალიან მომწონს სტატია „მათემატიკური თამაშები სწავლების პირველ საფეხურზე“.
© photo: courtesy of Tea Urushadzeთეა ურუშაძე მოსწავლეებთან ერთად
თეა ურუშაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
თეა ურუშაძე მოსწავლეებთან ერთად
– სიყვარული როგორ დაუკავშირეთ მათემატიკას?
მეთორმეტე კლასთან ჩავატარე სიყვარულის გაკვეთილი სახელწოდებით „სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“. საერთოდ სიყვარულისადმი მიძღვნილ გაკვეთილებს ხშირად ვატარებ. ასეთივე უჩვეულო იყო სიყვარულის თემაზე ჩატარებული გაკვეთილი ჩემს სადამრიგებლო კლასშიც. იმ გაკვეთილის მერე ჩემს ეზოში ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი 28 გული გამოიფინა.
© photo: courtesy of Tea Urushadzeმოსწავლეების მიერ გამოფენილი გულები თეა ურუშაძის ეზოში
მოსწავლეების მიერ გამოფენილი გულები თეა ურუშაძის ეზოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
მოსწავლეების მიერ გამოფენილი გულები თეა ურუშაძის ეზოში
– გაკვეთილებზე მათემატიკის გარდა პოეზიაზეც საუბრობთ...
– ძალიან მინდა, რომ ბავშვებში სხვადასხვა მიდრეკილებები აღმოვაჩინო და ამიტომაც მათ ყურადღებით ვაკვირდები. ვისაც პოეზია უყვარს, ვახტანგ ჯავახაძის და გალაკტიონის ლექსებს ვაცნობ. მაგალითად, სიმეტრიის თემის გარჩევის დროს განვიხილავთ გალაკტიონის ლექსს „აი რა მზის სიზმარია“.
– მუსიკაც თუ ჟღერს თქვენს გაკვეთილზე?
– რა თქმა უნდა, ოქროს კვეთით დაწერილი მუსიკის განხილვისას მოსწავლეებს პირდაპირ გაკვეთილზე სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრავთ კიდეც. სიმეტრიის თემის გამოყენებით დიზაინერებს კაბის მოდელებიც კი შეუქმნიათ... მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ, სულ ვუმეორებ, რომ ცხოვრება ისაა, რასაც ისინი დაიმახსოვრებენ. ძალიან მინდა, რომ ჩემი გაკვეთილებიც დიდხანს დაამახსოვრდეთ...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0