https://sputnik-georgia.com/20230221/tqvi-uari-marilze-iwyeba-kampania-275101091.html
უარი თქვი მარილზე - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს
უარი თქვი მარილზე - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს
Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობაში მარილის მოხმარება ორჯერ აღემატება ჯანმოს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ნორმას. 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T17:38+0400
2023-02-21T17:38+0400
2023-02-21T22:07+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
ჯანმო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275098143_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_c01f603e847bfa24b595031b506dec8c.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ ექსპერტებთან ერთად კამპანიის დაწყებას გეგმავს, რომელიც მარილიანი საკვების წინააღმდეგ არის მიმართული, ნათქვამია უწყების განცხადებაში.თბილისში ჩატარდა კონფერენცია „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჯანმო) და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განიხილეს ქვეყანაში მარილის მოხმარების საკითხები და ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევა) გავრცელების ტენდენციები მოსახლეობაში.კონფერენციაზე სპეციალისტებმა ამ სფეროში კვლევების შედეგები წარმოადგინეს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოიყვანეს.საქართველოში არაგადამდები, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა, აღნიშნა გაბუნიამ.„შექმნილია საკონსულტაციო საბჭო, რომლის მსჯელობის შედეგად გამოისახება რეკომენდაციები, რომლებიც სამომავლოდ დიდ ეფექტურობას მოგვცემს“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.საქართველოში ჯანმოს წარმომადგენლის სილვიუ დომენტეს თქმით, ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს მაღალი არტერიული წნევა აქვს. ცნობილია, რომ მარილის ზედმეტი მოხმარება ამ მხრივ პაციენტების მდგომარეობას აუარესებს.„მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით, მამაკაცებში. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დოზაზე ორჯერ მეტია. საქართველოში მარილის მოხმარება კულტურულ ასპექტებთანაც არის დაკავშირებული. ადამიანები მარილს საკვების მომზადების პროცესშიც ამატებენ“, – განაცხადა დომენტემ.ექსპერტის თქმით, მარილის დიდი ოდენობით მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკას, საკვებ ინდუსტრიას, ტურიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას და ა.შ.მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მარილი მაღლა სწევს არტერიულ წნევას, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20210820/maRali-arteriuli-wnevis-mkurnaloba-xalxuri-meTodebiT-252633604.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275098143_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_0bb977d18ac2fa800a25f706fa37f335.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, ჯანმო , საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, ჯანმო , საზოგადოება
უარი თქვი მარილზე - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს
17:38 21.02.2023 (განახლებულია: 22:07 21.02.2023) საქართველოს მოსახლეობაში მარილის მოხმარება ორჯერ აღემატება ჯანმოს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ნორმას.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ ექსპერტებთან ერთად კამპანიის დაწყებას გეგმავს, რომელიც მარილიანი საკვების წინააღმდეგ არის მიმართული, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თბილისში ჩატარდა კონფერენცია „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჯანმო) და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განიხილეს ქვეყანაში მარილის მოხმარების საკითხები და ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევა) გავრცელების ტენდენციები მოსახლეობაში.
კონფერენციაზე სპეციალისტებმა ამ სფეროში კვლევების შედეგები წარმოადგინეს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოიყვანეს.
„მნიშვნელოვანია იმ სრული პაკეტის განხორციელება მარილის მოხმარების შემცირების კუთხით, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს. ეს მოიცავს როგორც საკომუნიკაციო კამპანიას, ისე ოჯახების ექიმების მიერ თითოეულ პაციენტთან აქტიურ მუშაობას მათი ბალანსირებული დიეტის შერჩევის, მარილის მოხმარების რეკომენდაციების გაცემის კუთხით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოში არაგადამდები, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა, აღნიშნა გაბუნიამ.
„შექმნილია საკონსულტაციო საბჭო, რომლის მსჯელობის შედეგად გამოისახება რეკომენდაციები, რომლებიც სამომავლოდ დიდ ეფექტურობას მოგვცემს“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
საქართველოში ჯანმოს წარმომადგენლის სილვიუ დომენტეს თქმით, ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს მაღალი არტერიული წნევა აქვს. ცნობილია, რომ მარილის ზედმეტი მოხმარება ამ მხრივ პაციენტების მდგომარეობას აუარესებს.
„მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით, მამაკაცებში. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დოზაზე ორჯერ მეტია. საქართველოში მარილის მოხმარება კულტურულ ასპექტებთანაც არის დაკავშირებული. ადამიანები მარილს საკვების მომზადების პროცესშიც ამატებენ“, – განაცხადა დომენტემ.
ექსპერტის თქმით, მარილის დიდი ოდენობით მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკას, საკვებ ინდუსტრიას, ტურიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას და ა.შ.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მარილი მაღლა სწევს არტერიულ წნევას, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.