საქართველოში დანაშაულების საერთო სტატისტიკაში რუსებისა და ბელარუსების წილი 0,5%-ია

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2023
გამოწერა
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ არსებობს.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. გასულ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის 246 და ბელორუსიის 16 მოქალაქის მიმართ დაიწყო, განაცხადა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსები 314 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდნენ, ბელარუსები კი – 18-ში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ქვეყანაში გასულ წელს ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობის 0,5%-ია.

„ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის კუთხით რაიმე საფრთხე არ არის“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, საქართველოში 2022 წელს რუსეთის 879.874 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყანა კი 809.837-მა პირმა დატოვა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოდინება არ ფიქსირდება. გარდა ამისა, გაძლიერებულია ზომები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.
ყველა ახალი ამბავი
0