https://sputnik-georgia.com/20230221/cisferi-nateba-miwiszvris-win-275069553.html
თვითმხილველის ვიდეო: თურქეთში ახალ მიწისძვრებს წინ უცნაური ნათება უძღოდა
თვითმხილველის ვიდეო: თურქეთში ახალ მიწისძვრებს წინ უცნაური ნათება უძღოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სოციალური მედიის მომხმარებლებმა ცისფერი ნათების ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც, როგორც ამბობენ, ორშაბათ საღამოს... 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T10:30+0400
2023-02-21T10:30+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
მიწისძვრა
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275068210_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_934b27439122fbd8f4ee306d4228b63f.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სოციალური მედიის მომხმარებლებმა ცისფერი ნათების ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც, როგორც ამბობენ, ორშაბათ საღამოს გამოჩნდა ცაში თურქეთში მომხდარი კიდევ ერთი მიწისძვრის წინ.20 თებერვალს თურქეთის პროვინცია ჰათაიში სამწუთიანი ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა. პირველის სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდა იყო, ხოლო მეორისა — 5,8 მაგნიტუდა. ბოლო მონაცემებით, რყევებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა.სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე სწორედ ამ მიწისძვრების წინ გაჩენილი ნათებაა ასახული, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვა რყევები.აღინიშნება, რომ მოვლენა სირიის პროვინცია ლატაკიის მოსახლეობამ და თურქეთის საზღვრისპირა რაიონების მცხოვრებლებმა შენიშნეს.როგორც დამასკოს უნივერსიტეტის სეისმური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ჰალა ჰასანმა განუცხადა რადიო Sham FM-ს, ამ ცისფერ ნათებას ახსნა არ აქვს, მაგრამ აღნიშნა, რომ ბიძგების წინ ატმოსფეროს ელექტრულ და მაგნიტურ ველებში ცვლილება ხდება.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275068210_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b9ecb55ac8de6b2580d5937e53bfad8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სოციალური მედიის მომხმარებლებმა ცისფერი ნათების ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც, როგორც ამბობენ, ორშაბათ საღამოს გამოჩნდა ცაში თურქეთში მომხდარი კიდევ ერთი მიწისძვრის წინ.
20 თებერვალს თურქეთის პროვინცია ჰათაიში სამწუთიანი ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა. პირველის სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდა იყო, ხოლო მეორისა — 5,8 მაგნიტუდა. ბოლო მონაცემებით, რყევებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა.
სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე სწორედ ამ მიწისძვრების წინ გაჩენილი ნათებაა ასახული, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვა რყევები.
აღინიშნება, რომ მოვლენა სირიის პროვინცია ლატაკიის მოსახლეობამ და თურქეთის საზღვრისპირა რაიონების მცხოვრებლებმა შენიშნეს.
როგორც დამასკოს უნივერსიტეტის სეისმური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ჰალა ჰასანმა განუცხადა რადიო Sham FM-ს, ამ ცისფერ ნათებას ახსნა არ აქვს, მაგრამ აღნიშნა, რომ ბიძგების წინ ატმოსფეროს ელექტრულ და მაგნიტურ ველებში ცვლილება ხდება.