მიმოხილვა: Aero India 2023 - მოსკოვი და ნიუ-დელი Су-57-ის წარმოებისთვის მზად არიან

© AFP 2024 / INDRANIL MUKHERJEE
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2023
გამოწერა
რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია კოლექტიური დასავლეთის აუხდენელ ოცნებად რჩება, რისი დასტურიცაა მიუნხენის უშიშროების კონფერენციის შედეგები, ასევე იარაღის გამოფენები ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ მიუნხენის კონფერენცია გამოეყენებინათ, რათა აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები რუსეთის მიმართ საგარეო პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებაში დაერწმუნებინათ. მაგრამ ეს ძალისხმევა ჩაიშალა. სამხრეთის, ინდოეთისა და ჩინეთის დამოუკიდებლობა ერთპოლარული სამყაროს რღვევაზე მეტყველებს.
ინდოეთში საავიაციო-კოსმოსურ გამოფენა Aero India 2023-ზე და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავდაცვითი პროდუქციის გამოფენა IDEX 2023-ზე რუსული თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის პროდუქციის ასობით ნიმუში გამოიფინა და სპეციალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. Aero India 2023-ის საფრენი პროგრამა ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების Су-30МКИ-მ და МиГ-29UPG-მ გახსნეს.
როგორც ცნობილია, ინდოეთმა რუსეთისგან 272 ერთეული Су-30 შეიძინა და მომავალშიც ასე გააგრძელებს.
13-17 თებერვალს ბანგალორში მე-14 ავიაკოსმოსურ გამოფენაზე რუსეთმა და ინდოეთმა განიხილეს მეხუთე თაობის Су-57-ის ლიცენზირებული წარმოების შესაძლებლობა Hindustan Aeronautics Limited კორპორაციის ტექნოლოგიური ბაზის გამოყენებით. ორ ქვეყანას მეოთხე თაობის გამანადგურებლების Су-30МКИ-ს წარმოების შექმნის ერთობლივი გამოცდილება აქვს. Military Watch Magazine-ის მონაცემებით, ეს ინდოეთისთვის არის ერთადერთი შესაძლებლობა, შეიძინოს მეხუთე თაობის გამანადგურებელი და ლიცენზირებულად წამოიწყოს Су-57-ის წარმოება. ნიუ-დელის მსგავსი თანამშრომლობა ჩინეთთან ან აშშ-თან სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკური მიზეზებით შეუძლებელია.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით ინდოეთის არჩევანი უნაკლო ჩანს. ამერიკული Military Watch-ც კი აღნიშნავს, რომ საბრძოლო გამოცდილებით გამანადგურებელი Су-57 აღემატება მსოფლიოში არსებულ მეხუთე თაობის ანალოგებს.
გამანადგურებელს აქვს ექვსი რადარი, ჰიპერბგერითი რაკეტები Р-37М, რომელთა სამოქმედო მანძილი 400 კმ-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ბანგალორში წარადგინა სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამხედრო ტექნიკის ორი ასეული ნიმუში. მათ შორის მრავალფუნქციური გამანადგურებელი МиГ-35Д, ვერტმფრენების Ка-52, Ми-28Н და Ми-8АМТШ-ის საექსპორტო ვერსიები.
ინდოეთი რუსული იარაღის ერთ-ერთ ძირითად მყიდველად ითვლება და გასულ 30 წელიწადში რუსეთისგან 70 მილიარდი დოლარის ღირებულების არსენალი შეიძინა. სამხედრო შეკვეთების პორტფელი შეიცავს კონტრაქტს ნიუ-დელისთან 2024 წლის ბოლომდე საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400 ხუთი კომპლექტის მიწოდებაზე. მანამდე ინდოეთმა და რუსეთმა დაამტკიცეს 2030 წლამდე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა.
20 თებერვალს აბუ-დაბიში IDEX 2023 გამოფენის გახსნაზე „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა ყურადღება გაამახვილა დიდ მოთხოვნილებაზე რუსულ ავიატექნიკასა და სხვა იარაღზე – საზღვრებს გარეთ ყოველწლიურად იყიდება 13 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია. გამოფენაზე წარმოდგენილია ტანკი Т-90СМ და ჯავშანმანქანა „ტერმინატორი“, საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 „ტრიუმფი“ და „ანტეი-4000“, საშუალო მანძილის С-350Е „ვიკინგი“, ასევე „პანცირი-С1М“ და „ვერბა“.
რუსეთს შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე 20 პროცენტი უკავია. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, „რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის პერიოდში, 2021 წლის დეკემბრიდან ნატოს ქვეყნებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 1170 კომპლექსი, 440 ტანკი, 1510 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 655 საარტილერიო სისტემა“. ამ იარაღის დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0