https://sputnik-georgia.com/20230220/shelga-shmidi-euto-mzadaa-saqartvelostan-tanamshromlobis-gagrmavebistivis-275046978.html
ჰელგა შმიდი: ეუთო მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
ჰელგა შმიდი: ეუთო მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) მზად არის მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მიმართულებით რეგიონული... 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T19:17+0400
2023-02-20T19:17+0400
2023-02-20T21:39+0400
საქართველო
ეუთო
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/18/264766088_0:140:3072:1868_1920x0_80_0_0_5a694ba1d3b9dc6a2a279c1223ae5a06.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) მზად არის მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა.კვირას, 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეუთოს გენმდივანს შორის გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს. ორშაბათს ჰელგა მარია შმიდმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ მოხარულია საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრით.საქართველოს პრემიერმა OSCE-ს გენმდივანთან რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილა>>>მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთოს ინსტიტუტებთან. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან.პრემიერმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/18/264766088_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_416c11c4ef55049ffc81f84ac2f0d0b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეუთო, პოლიტიკა, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, ეუთო, პოლიტიკა, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ჰელგა შმიდი: ეუთო მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
19:17 20.02.2023 (განახლებულია: 21:39 20.02.2023) თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) მზად არის მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა.
კვირას, 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეუთოს გენმდივანს შორის გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს. ორშაბათს ჰელგა მარია შმიდმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ მოხარულია საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრით.
„ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ ეუთოს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა”, – დაწერა შმიდმა სოციალურ ქსელში.
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთოს ინსტიტუტებთან. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან.
პრემიერმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.