https://sputnik-georgia.com/20230219/saqartvelos-premierma-osce-s-generalur-mdivantan-regionsi-arsebuli-situacia-ganixila-275009064.html
საქართველოს პრემიერმა OSCE-ს გენმდივანთან რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილა
საქართველოს პრემიერმა OSCE-ს გენმდივანთან რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილა
Sputnik საქართველო
პრემიერმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 19.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-19T18:05+0400
2023-02-19T18:05+0400
2023-02-19T18:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო - ეუთო
ეუთო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/13/275005662_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_164c5bc78a30f4a3028b50205ff6d385.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს (OSCE) გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს, იტყობინება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გერმანიაში 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციაზე გაემგზავრა.საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზადყოფნას გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.ხაზი გაესვა ეუთო-ს ინსტიტუტებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან.პრემიერმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შევიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე.მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 19 თებერვალს დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/13/275005662_39:0:1282:932_1920x0_80_0_0_e494bc0fe5820f7b53e88fa1ca5a7c14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრემიერმა OSCE-ს გენმდივანთან რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილა
პრემიერმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს (OSCE) გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს, იტყობინება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გერმანიაში 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციაზე გაემგზავრა.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სასიამოვნო იყო ეუთო-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრა. განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდი ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ფასეული მონაწილეობისთვის", - დაწერა პრემიერ-მინისტრმა Twitter-ში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზადყოფნას გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.
ხაზი გაესვა ეუთო-ს ინსტიტუტებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან.
პრემიერმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შევიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 19 თებერვალს დასრულდება.