https://sputnik-georgia.com/20230220/saakasvilis-mxardamwerebma-tbilissi-morigi-saprotesto-aqcia-gamartes-275059220.html
სააკაშვილის მხარდამჭერებმა თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს
სააკაშვილის მხარდამჭერებმა თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს
Sputnik საქართველო
აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაიწყო და მმართველი პარტიის ოფისთან დასრულდა. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T19:23+0400
2023-02-20T19:23+0400
2023-02-20T21:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275055722_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_ba5a32a766e57355004d2879364512c0.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. თბილისში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და წევრები თბილისის ცენტრში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც ოპოზიციურ პარტიას სათავეში 6 თებერვალს ჩაუდგა.„ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარედ ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. მაგრამ, ხაბეიშვილის მოწოდებების მიუხედავად, ეს აქციები მცირერიცხოვანი იყო.დღევანდელ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც შეუერთდა. მისი თქმით, ბევრი სიამოვნებით მივიდოდა აქციაზე, მაგრამ ამას არ აკეთებს სხვადასხვა მიზეზის გამო.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275055722_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c66620c6de0559930e90c39943ec2f97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
სააკაშვილის მხარდამჭერებმა თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს
19:23 20.02.2023 (განახლებულია: 21:49 20.02.2023) აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაიწყო და მმართველი პარტიის ოფისთან დასრულდა.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. თბილისში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და წევრები თბილისის ცენტრში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც ოპოზიციურ პარტიას სათავეში 6 თებერვალს ჩაუდგა.
„პროტესტი საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ ქართველ ხალხს რწმენა უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენ გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ. ამიტომ უახლოეს პერიოდში, ცხადია, გაგრძელდება ყველა ქალაქში და რაიონში შეხვედრები... პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში ეს პროტესტი თავს მოიყრის დედაქალაქში. ჩემო ძვირფასებო, დაელოდეთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარედ ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. მაგრამ, ხაბეიშვილის მოწოდებების მიუხედავად, ეს აქციები მცირერიცხოვანი იყო.
დღევანდელ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც შეუერთდა. მისი თქმით, ბევრი სიამოვნებით მივიდოდა აქციაზე, მაგრამ ამას არ აკეთებს სხვადასხვა მიზეზის გამო.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მე პირადად მოწადინებული ვარ, ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგეს. როდესაც ვსაუბრობ გამოყენებაზე, პარლამენტში თუ ხარ, უნდა იყო აქტიური და, ბუნებრივია, უნდა შეუქმნა დისკომფორტი ხელისუფლებას, რაც ნამდვილად არ გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის აქციებს, მაგრამ თუ არ გინდა პარლამენტში ყოფნა, მაშინ, ალბათ, ასეთ დროს პარლამენტიდან გამოდიხარ“, – აღნიშნა მელიამ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.