https://sputnik-georgia.com/20230219/saqartvelom-turqetsi-kidev-erti-humanitaruli-tvirti-gagzavna-275011875.html
საქართველომ თურქეთში კიდევ ერთი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
საქართველომ თურქეთში კიდევ ერთი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
Sputnik საქართველო
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა. 19.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-19T21:00+0400
2023-02-19T21:00+0400
2023-02-21T15:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
ბათუმი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274908669_0:12:3073:1740_1920x0_80_0_0_83bbaa0b7731d0b41d62ef86fd7b9dc4.jpg
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თურქეთში 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მაშველებს ნანგრევებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგაც ცოცხალი ადამიანები ყოველდღე ამოჰყავთ.უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა. აქციის ფარგლებში შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები, ლეიბები, საბნები, ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები.ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის უფროსმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის ვიცე-კონსულ მუსტაფა გუნეშს, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს გადასცეს.საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება. მეზობელ ქვეყანაში გაემგზავრნენ ქართველი მაშველები, მათ შორის კინოლოგები. მათ თან აქვთ ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკა, აღჭურვილობა, დრონები, კავშირგაბმულობის მანქანა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.
საქართველო
თურქეთი
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274908669_142:0:2873:2048_1920x0_80_0_0_0a2dad02819b9a40f4ef52bae8485dfb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , ბათუმი , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , ბათუმი , საზოგადოება
საქართველომ თურქეთში კიდევ ერთი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
21:00 19.02.2023 (განახლებულია: 15:59 21.02.2023) საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თურქეთში 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მაშველებს ნანგრევებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგაც ცოცხალი ადამიანები ყოველდღე ამოჰყავთ.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა. აქციის ფარგლებში შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები, ლეიბები, საბნები, ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის უფროსმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის ვიცე-კონსულ მუსტაფა გუნეშს, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს გადასცეს.
საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება. მეზობელ ქვეყანაში გაემგზავრნენ ქართველი მაშველები, მათ შორის კინოლოგები. მათ თან აქვთ ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკა, აღჭურვილობა, დრონები, კავშირგაბმულობის მანქანა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.