ბალტიისპირელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

© Georgian National Tourism Administrationუცხოელი ჟურნალისტები საქართველოში
უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2023
გამოწერა
პრესტურის მონაწილეები საქართველოს ბალნეოლოგიური, სამთო და საზღვაო კურორტების შესახებ სიუჟეტებს, ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესტურის ფარგლებში საქართველოს ბლოგერები და წამყვანი ჟურნალისტები ესტუმრნენ. მათ ქუთაისი, თეთრა მღვიმე, წყალტუბო, ბაღდადი, საირმე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს.
საქართველო ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა >>
მედიის წარმომადგენლები ბალტიისპირელ მაყურებელს, მკითხველსა და ინტერნეტ მომხმარებელს საქართველოს კულტურასა და სამზარეულოს გააცნობენ.
უწყების ცნობით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს შესახებ ფილმსაც გადაიღებენ, რომელიც YouTube-ით გავრცელდება.
პრესტურის მიზანი ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.
წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0