https://sputnik-georgia.com/20230219/aqcia-tbilissi-voltis-kurierebi-xelmzrvanelobis-gadadgomas-moitxoven-275011016.html
აქცია თბილისში: „ვოლტის“ კურიერები ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ
აქცია თბილისში: „ვოლტის“ კურიერები ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აქციას ყოველ კვირას გამართავენ 19.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-19T20:13+0400
2023-02-19T20:13+0400
2023-02-19T20:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/12/248051240_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_24c675f6b08664ad66bbb60cea48177a.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ხელფასებითა და სამუშაო პირობებით უკმაყოფილო მიტანის სერვის „ვოლტის“ თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციის შენობის წინ დირექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.კურიერების ჯგუფი დაახლოებით ერთი თვეა ვაკის რაიონში, აბაშიძის ქუჩაზე საპროტესტო აქციებს მართავს. გაფიცული კურიერები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ყოველ კვირას აქციას გამართავენ.აქციის მონაწილეები მოითხოვენ დირექტორის, ნატალია ხიზანიშვილის და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ჯაკობიას გათავისუფლებას.კურიერები ირწმუნებიან, რომ კომპანიის მენეჯმენტმა აქციებში მონაწილე ზოგიერთ თანამშრომელს სამუშაო აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.აქციის მონაწილეები ითხოვენ ისეთი სისტემის დანერგვას, რომ კურიერებს ჰქონდეთ წვდომა შეკვეთის გადახდის ყველა ფინანსურ დეტალზე.კიდევ ერთი მოთხოვნაა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კოლექტიური მოლაპარაკება. თუმცა, „ვოლტის“ მენეჯმენტი უარს ამბობს ამ პუნქტის შესრულებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/12/248051240_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_91406a27f2c2862fb9c06f5afd64714c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
აქცია თბილისში: „ვოლტის“ კურიერები ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აქციას ყოველ კვირას გამართავენ
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ხელფასებითა და სამუშაო პირობებით უკმაყოფილო მიტანის სერვის „ვოლტის“ თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციის შენობის წინ დირექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.
კურიერების ჯგუფი დაახლოებით ერთი თვეა ვაკის რაიონში, აბაშიძის ქუჩაზე საპროტესტო აქციებს მართავს. გაფიცული კურიერები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ყოველ კვირას აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ დირექტორის, ნატალია ხიზანიშვილის და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ჯაკობიას გათავისუფლებას.
კურიერები ირწმუნებიან, რომ კომპანიის მენეჯმენტმა აქციებში მონაწილე ზოგიერთ თანამშრომელს სამუშაო აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ისეთი სისტემის დანერგვას, რომ კურიერებს ჰქონდეთ წვდომა შეკვეთის გადახდის ყველა ფინანსურ დეტალზე.
კიდევ ერთი მოთხოვნაა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კოლექტიური მოლაპარაკება. თუმცა, „ვოლტის“ მენეჯმენტი უარს ამბობს ამ პუნქტის შესრულებაზე.