https://sputnik-georgia.com/20230218/tbilissi-turqi-da-sirieli-bavsvebis-dasaxmareblad-saqvelmoqmedo-gala-koncerti-gaimarteba-274983662.html
თბილისში თურქი და სირიელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება
თბილისში თურქი და სირიელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება
Sputnik საქართველო
სპეციალური სტუმარი „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი, ცნობილი სოპრანო სუმი ჯო 18.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-18T09:32+0400
2023-02-18T09:32+0400
2023-02-18T09:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/75/237367577_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_f7d09d864320b4b752189dfa25eacc8a.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. გამოჩენილი უცხოელი და ქართველი არტისტები 20 თებერვალს რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგებიან საქველმოქმედო კონცერტზე „მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“.მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის, ნინო სურგულაძის ფონდ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო კონცერტი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.ორგანიზატორები საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით ქართველ და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქ და სირიელ ბავშვებს დაეხმარებიან.თურქეთში საქართველოს ელჩი სტიქიის ზონაში ჩავიდა >>ნინო სურგულაძის გარდა, კონცერტში მონაწილეობენ: სპეციალური სტუმარი „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი, ცნობილი სოპრანო სუმი ჯო, ასევე სპეციალური სტუმარი - იტალიელი ტენორი, დირიჟორი ჯუზეპე საბატინი, გია გაგნიძე - მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, ლადო ათანელი - მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, ოთარ ჯორჯიკია - მსოფლიოში წარმატებული ტენორი.ასევე მონაწილეობენ - ყოვლად წმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ქალთა გუნდი ხელმძღვანელი ომარ ბურდული, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი.კონცერტი 22:00 საათიდან გავა ტელეარხ „იმედის“ პირდაპირ ეთერში. ტელემაყურებლებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში და დარეკონ ნომერზე 0901900999 (ზარის ღირებულება ერთი ლარი). საპატრიარქომ მრევლს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო აქციაში.ნინო სურგულაძემ საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“. 2014 წელს შექმნა. ფონდის ფუნქციაა - ბავშვების მკურნალობის და რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ფონდმა ისტორიის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მძიმედ დაავადებული ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/75/237367577_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_ec097621c0bc37139a7bca30a2e6c4f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
თბილისში თურქი და სირიელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება
სპეციალური სტუმარი „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი, ცნობილი სოპრანო სუმი ჯო
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. გამოჩენილი უცხოელი და ქართველი არტისტები 20 თებერვალს რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგებიან საქველმოქმედო კონცერტზე „მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“.
მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის, ნინო სურგულაძის ფონდ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო კონცერტი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
ორგანიზატორები საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით ქართველ და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქ და სირიელ ბავშვებს დაეხმარებიან.
ნინო სურგულაძის გარდა, კონცერტში მონაწილეობენ: სპეციალური სტუმარი „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი, ცნობილი სოპრანო სუმი ჯო, ასევე სპეციალური სტუმარი - იტალიელი ტენორი, დირიჟორი ჯუზეპე საბატინი, გია გაგნიძე - მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, ლადო ათანელი - მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, ოთარ ჯორჯიკია - მსოფლიოში წარმატებული ტენორი.
ასევე მონაწილეობენ - ყოვლად წმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ქალთა გუნდი ხელმძღვანელი ომარ ბურდული, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი.
კონცერტი 22:00 საათიდან გავა ტელეარხ „იმედის“ პირდაპირ ეთერში. ტელემაყურებლებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში და დარეკონ ნომერზე 0901900999 (ზარის ღირებულება ერთი ლარი). საპატრიარქომ მრევლს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო აქციაში.
ნინო სურგულაძემ საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“. 2014 წელს შექმნა. ფონდის ფუნქციაა - ბავშვების მკურნალობის და რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ფონდმა ისტორიის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მძიმედ დაავადებული ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.