https://sputnik-georgia.com/20230218/saxelmwifo-programa-migrantebistvis-mimdinareobs-ganacxadebis-mireba-274986212.html
სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის - მიმდინარეობს განაცხადების მიღება
სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის - მიმდინარეობს განაცხადების მიღება
Sputnik საქართველო
სახელმწიფოსგან დახმარების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში არალეგალურად წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ 18.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-18T13:40+0400
2023-02-18T13:40+0400
2023-02-18T13:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/12/248051210_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_293618122c08ac149ea5f3b96460d8e0.jpg
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.პროგრამის მთავარი მიზანია - საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეთა სარეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და ჯამში, გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.შრომითი მიგრაცია საქართველოში - ოფიციალური მონაცემები და სირთულეები >>განაცხადების მიღება 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება სააგენტოში და მის ტერიტორიულ სამმართველოებში (მისამართები სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული).განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge.დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242.2015 წლიდან ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად ბიუჯეტი გამოიყოფა. 2020 წლიდან სააგენტო ახორციელებს პროგრამას, რომელიც ეხმარება ამ ადამიანებს საზოგადოებაში რეინტეგრაციაში.პროგრამის ფარგლებში მათ შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო მომსახურება, სოციალური პროექტების დაფინანსება, მხარდაჭერა პროფესიული განვითარების მიღებაში და დროებითი საცხოვრებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/12/248051210_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_7c2ccb2c045b3099b0db39e994f91ac9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის - მიმდინარეობს განაცხადების მიღება
სახელმწიფოსგან დახმარების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში არალეგალურად წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროგრამის მთავარი მიზანია - საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეთა სარეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და ჯამში, გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.
განაცხადების მიღება 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება სააგენტოში და მის ტერიტორიულ სამმართველოებში (მისამართები სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული).
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242.
2015 წლიდან ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად ბიუჯეტი გამოიყოფა. 2020 წლიდან სააგენტო ახორციელებს პროგრამას, რომელიც ეხმარება ამ ადამიანებს საზოგადოებაში რეინტეგრაციაში.
პროგრამის ფარგლებში მათ შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო მომსახურება, სოციალური პროექტების დაფინანსება, მხარდაჭერა პროფესიული განვითარების მიღებაში და დროებითი საცხოვრებელი.