https://sputnik-georgia.com/20230213/shromiti-migracia-saqartveloshi-monacemebi-da-sirtuleebi-274830822.html
შრომითი მიგრაცია საქართველოში - ოფიციალური მონაცემები და სირთულეები
შრომითი მიგრაცია საქართველოში - ოფიციალური მონაცემები და სირთულეები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 41 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული. 13.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-13T17:58+0400
2023-02-13T17:58+0400
2023-02-13T21:06+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272085844_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_c4fea2c03129fd867d6261a80b68797c.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2015-2022 წლებში უცხოელებზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის 33 ათასზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ პარლამენტში. 2015-2022 წლებში უცხოელებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების 40%-ზე მეტი შრომითი ბინადრობის ნებართვაა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით.ამასთან, არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი უცხოელი მუშაობს ამჟამად საქართველოში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული „კონკრეტულ უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის" თანახმად, 2019 წელს 41 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო დასაქმებული.ბარკალაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას არ გააჩნია უცხოელების დასაქმების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ეფექტური სისტემა.საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების წესები შეიცვლება>>>პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სამინისტრო დამსაქმებლებისგან ვერ იღებს ზუსტ ინფორმაციას მათთან დასაქმებული უცხოელების შესახებ და, შესაბამისად, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი.„სამინისტრო ვერ ახერხებს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას. სამუშაო ძალის ანალიზის მიმდინარეობა სუსტია, მაშინ, როცა დასაქმება ქვეყნის ნომერი პირველი პრიორიტეტია", – განაცხადა ბარკალაიამ.ამასთან, საქართველოში უმუშევრობის დონე მცირდება. „საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60,1 ათასი ადამიანით (19,3%-ით) შემცირდა და 250,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272085844_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_0c0e82735e32e8ef49778a996fd45f78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
შრომითი მიგრაცია საქართველოში - ოფიციალური მონაცემები და სირთულეები
17:58 13.02.2023 (განახლებულია: 21:06 13.02.2023) ბოლო მონაცემებით, საქართველოში 41 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2015-2022 წლებში უცხოელებზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის 33 ათასზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ პარლამენტში.
„შრომითი იმიგრაცია საქართველოსთვის სულ უფრო აქტუალური ხდება", – განაცხადა ბარკალაიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „მიგრაციის შესახებ" კანონპროექტში ცვლილებების წარდგენისას.
2015-2022 წლებში უცხოელებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების 40%-ზე მეტი შრომითი ბინადრობის ნებართვაა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით.
ამასთან, არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი უცხოელი მუშაობს ამჟამად საქართველოში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული „კონკრეტულ უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის" თანახმად, 2019 წელს 41 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო დასაქმებული.
ბარკალაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას არ გააჩნია უცხოელების დასაქმების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ეფექტური სისტემა.
პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სამინისტრო დამსაქმებლებისგან ვერ იღებს ზუსტ ინფორმაციას მათთან დასაქმებული უცხოელების შესახებ და, შესაბამისად, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი.
„სამინისტრო ვერ ახერხებს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას. სამუშაო ძალის ანალიზის მიმდინარეობა სუსტია, მაშინ, როცა დასაქმება ქვეყნის ნომერი პირველი პრიორიტეტია", – განაცხადა ბარკალაიამ.
ამასთან, საქართველოში უმუშევრობის დონე მცირდება. „საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60,1 ათასი ადამიანით (19,3%-ით) შემცირდა და 250,7 ათასი ადამიანი შეადგინა.