იუსტიციის სახლში შექმნილი ხარვეზი აღმოფხვრილია

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2023
გამოწერა
სერვისების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემა იუსტიციის სახლისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო შეიქმნა
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. იუსტიციის სახლის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში სერვისების გაცემასთან დაკავშირებული ხარვეზი აღმოფხვრილია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 თებერვალს იუსტიციის სახლის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა შეფერხდა.
ამასთან, ნაწილობრივ იყო შეზღუდული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ სერვისების გაცემა.
საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაცულობა გაიზრდება >>
„ციფრული მმართველობის სააგენტოს“ ოპერატიული ჩარევის შედეგად, იუსტიციის სახლის სერვისები სრულად აღდგენილია, აღნიშნეს იუსტიციის სახლში.
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 117-ს შეადგენს, სერვისების რაოდენობა 470-ს აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0