https://sputnik-georgia.com/20230211/saqartvelosi-piradobis-damadasturebeli-dokumentebis-daculoba-gaizardeba-274784047.html
საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაცულობა გაიზრდება
საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაცულობა გაიზრდება
Sputnik საქართველო
ახალი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები იქნება უფრო მაღალი ხარისხის და მათი დანერგვის შედეგად იქნება დაცული თანამედროვე უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. 11.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-11T13:10+0400
2023-02-11T13:10+0400
2023-02-11T13:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_0:148:2000:1273_1920x0_80_0_0_6f3af496fd727ae724aa05bc7f5e7fb8.jpg
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. იუსტიციის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებზე გადასვლას, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.საქართველოში ორი სახის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები მოქმედებს - საზღვარგარეთის პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სურვილისამებრ შესაძლოა იყოს ძველი სტილის (უჩიპო) ან ჩიპით (ID-ბარათი).მთავრობის ინფორმაციით, ახალი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები იქნება უფრო მაღალი ხარისხის და მათი დანერგვის შედეგად იქნება დაცული თანამედროვე უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. კონკრეტულად, რა სიახლეებია დაგეგმილი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.ამასთან ერთად, დაინერგება ციფრული ხელმოწერა (ე.წ. Mobile ID) და ამოქმედდება ციფრული იუსტიციის სახლის აპლიკაცია.დღეისათვის ელექტრონული ხელმოწერით სარგებლობა შესაძლოა ID ბარათის სპეციალურ წამკითხველში გატარებით ან უშუალოდ იუსტიციის სახლში.საქართველოში პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს, სერიის გარდა, გააჩნია პირადი ნომრით, რომელიც ერთხელ ენიჭება მოქალაქეს და ფაქტობრივად წარმოადგენს მისი პირადობის მთავარ დადასტურებას როგორც საბანკო ოპერაციების დროს, ასევე საჯარო სერვისების მიღებისას და სხვადასხვა გარიგებების გახორციელებისას.რაც შეეხება ელექტრონულ პირადობის მოწმობას (ID ბარათი), ის არა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, არამედ შესაძლებელს ხდის საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე სამი ქვეყნის - თურქეთის, უკრაინისა და სომხეთის მონახულებას.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_72a661efe1e9ed608c208dc0dc0f03f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაცულობა გაიზრდება
ახალი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები იქნება უფრო მაღალი ხარისხის და მათი დანერგვის შედეგად იქნება დაცული თანამედროვე უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. იუსტიციის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებზე გადასვლას, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოში ორი სახის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები მოქმედებს - საზღვარგარეთის პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სურვილისამებრ შესაძლოა იყოს ძველი სტილის (უჩიპო) ან ჩიპით (ID-ბარათი).
მთავრობის ინფორმაციით, ახალი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები იქნება უფრო მაღალი ხარისხის და მათი დანერგვის შედეგად იქნება დაცული თანამედროვე უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. კონკრეტულად, რა სიახლეებია დაგეგმილი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ამასთან ერთად, დაინერგება ციფრული ხელმოწერა (ე.წ. Mobile ID) და ამოქმედდება ციფრული იუსტიციის სახლის აპლიკაცია.
დღეისათვის ელექტრონული ხელმოწერით სარგებლობა შესაძლოა ID ბარათის სპეციალურ წამკითხველში გატარებით ან უშუალოდ იუსტიციის სახლში.
საქართველოში პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს, სერიის გარდა, გააჩნია პირადი ნომრით, რომელიც ერთხელ ენიჭება მოქალაქეს და ფაქტობრივად წარმოადგენს მისი პირადობის მთავარ დადასტურებას როგორც საბანკო ოპერაციების დროს, ასევე საჯარო სერვისების მიღებისას და სხვადასხვა გარიგებების გახორციელებისას.
რაც შეეხება ელექტრონულ პირადობის მოწმობას (ID ბარათი), ის არა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, არამედ შესაძლებელს ხდის საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე სამი ქვეყნის - თურქეთის, უკრაინისა და სომხეთის მონახულებას.