ბექა ღვინიაშვილმა თელ-ავივის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქრო მოუტანა

© Georgian Judo Federationბექა ღვინიაშვილი
ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2023
გამოწერა
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილს იკავებს
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ტურნირის ბოლო დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ხუთშაბათს, 16 თებერვალს თელ-ავივში დაიწყო გრანდ სლემი ძიუდოში - Tel Aviv Grand Slam 2023. შეჯიბრება მიმდინარეობს Shlomo Group Hall-ში.
27 წლის ბექა ღვინიაშვილმა ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტს ორი ვაზარით ​სძლია და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.
მეორე სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) მეოთხედფინალში გასასვლელად ბრაზილიელ სპორტსმენთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.
ძიუდო: ქართველების პირველი ოქრო თელ–ავივის პრესტიჟული ტურნირიდან >>
თელ-ავივში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე საფრანგეთის ნაკრებია, მეორეზე - კანადა.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად თელ-ავივში 53 ქვეყნიდან 368 სპორტსმენი ჩავიდა. დიდი სლემის საპრიზო ფონდი 154 ათას დოლარს შეადგენს.
პირველ ადგილზე საპრიზო თანხა შეადგენს 5 ათას დოლარს (მონაწილე - 4 ათასი, მწვრთნელი - ათასი), მეორე ადგილისთვის - 3 ათასი დოლარი (2400 და 600), მესამე ადგილისთვის - 1,5 ათასი დოლარი (1200 და 300).
2022 წელს საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალოსნები ილია სულამანიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი (100+) გახდნენ, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0