ძიუდო: ქართველების პირველი ოქრო თელ–ავივის პრესტიჟული ტურნირიდან

© photo: Sputnik / Stringerვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
დიდი სლემის ტურნირში 53 სახელმწიფოს 368 სპორტსმენი მონაწილეობს.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. თელ–ავივის დიდი სლემის ტურნირის პირველ დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ორი ფინალში გავიდა და გუნდს პირველი მედლები მოუტანა.
თელ–ავივში 16 თებერვალს ძიუდოში დიდი სლემის ტურნირი Tel Aviv Grand Slam 2023 დაიწყო. შეჯიბრება Shlomo Group Hall–ში მიმდინარეობს.
ოქროს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ). ფინალში მან აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს სძლია.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ლაშა ნადირაძემ. მესამე ადგილისთვის უკომპრომისო შერკინებაში მან ისრაელელი სპორტსმენი ტალ ფლიკერი დაამარცხა.
წარუმატებლად იასპარეზა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ). მან ავსტრალიელ ჯოშუა კაცთან წააგო და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა.
შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ორი მედალი აქვს.
კიდევ ერთმა ქართველმა, ოღონდ საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხაიძემ ოქრო მოიპოვა 60 კგ წონით კატეგორიაში.
პარასკევსა და შაბათს იასპარეზებენ მიხეილ ბახბახიშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (90) და ვარლამ ლიპარტელიანი (100).
შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის თელ–ავივს 53 ქვეყნის 368 სპორტსმენი ეწვია. დიდი სლემის ტურნირის საპრიზო ფონდია 154 ათასი დოლარი.
პირველი ადგილისთვის განკუთვნილია 5 ათასი დოლარი (მონაწილეს 4 ათასი და მწვრთნელს – 1 ათასი), მეორე ადგილისთვის – 3 ათასი დოლარი (2.400 და 600), ხოლო მესამე ადგილისთვის – 1,5 ათასი დოლარი (1.200 და 300).
საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს თელ–ავივის დიდი სლემის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა. ოქროს პრიოზიორები გახდნენ ილია სულამანიძე (100) და მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი (100+), ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57) ვერცხლი მოიგო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0