18 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Franz26თოვლიანი ტყე
თოვლიანი ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2023
გამოწერა
გაეცანით 18 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
11-19 თებერვალი
ეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.
18 თებერვალს დაბადებულები
18 თებერვალს დაბადებულები ბედმა სიმტკიცითა და გამბედაობით დააჯილდოვა. ისინი ძალზე ჯიუტი ადამიანები არიან. ფეთქებადმა ხასიათმა შეიძლება არაერთი სირთულე შეუქმნას ცხოვრებაში, რადგან მრისხანებისას არასწორ დასკვნებს აკეთებენ და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამ მინუსით, საბოლოოდ, მათი ზურგსუკან ჩასაფრებული კონკურენტები სარგებლობენ. მათ უნდა გააკონტროლო თავიანთი ემოციები და თუ ამას შეძელებენ, ხელსაყრელ ვითარებასა და კომფორტულ პირობებს შეიქმნიან.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას>>
18 თებერვალს დაბადებულები ენერგიული და იდეებით სავსე პიროვნებები არიან. პრობლემის გადაჭრისას ისმენენ სხვათა მოსაზრებებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ისინი პრონციპული არიან და ამ პრინციპებიდან ერთი ნაბიჯითაც არ უყვართ გადახვევა, რადგან დარწმუნებული არიან მათ სისწორეში. მათი ქმედებები კი კარგად გააზრებულია.
ისინი სიმართლისა და ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვიან. ხანდახან იმდენად მაღალ მიზნებს ისახავენ, რომ წვრილმანი დეტალები უყურადღებოდ რჩებათ. როგორც წესი, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს მათთვის სარგებელი არ მოაქვს და ხშირად იმ ადამიანებად იქცევიან, ვისაც არ შეუძლია საკუთარი ფინანსური საქმეების განკარგვა.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
მუდამ ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. არ ისწრაფვიან სხვების დასახმარებლად. იმდენად გადართული არიან საკუთარ „მე"–ზე, რომ სხვებთან ურთიერთობები არ ესაჭიროებათ. ხანდახან შეუძლიათ თანაგრძნობის გამოჩენაც, მაგრამ – „ლიმიტირებულად".
18 თებერვალს დაბადებულთაგან ბევრს უჩნდება ემოციური ხასიათის პრობლემა. ამას ზოგი ზრუნვისგან გაქცევასთან, ზოგი კი ბავშვურ სურვილთან მიჰყავს, გულგრილობის ნიღაბი აიფაროს და პრობლემებს დაემალოს, ანუ სირაქლემასავით ქვიშაში ჩარგოს თავი. მათ უნდა გააწონასწორონ მაღალი მიზნები და ყოფითი საქმეები, რაც დროს მოითხოვს. ასე ბევრს მიაღწევენ. თუ მუდამ დაემალებიან პრობლემებს და საკუთარ ემოციებს არ გააკონტროლებენ, ეს ბედნიერებასა და კეთილდღეობას არ მოიტანს.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ>>
მათი მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა გახდეს ნებისყოფისა სიმტკიცის გამომუშავება, რათა ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმეები, ასევე შეინარჩუნონ საკუთარი მგრძნობიარობა. ასეთი სტრატეგია წარმატებულ თვითრეალიზაციას შეუწყობს ხელს.
ჯანმრთელობა
18 თებერვალს დაბადებულები ყურადღებას არ აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას, არაფრად მიაჩნიათ უმნიშვნელო პროცედურები და სამედიცინო კონსულტაციები. მათ უნდა დაიცვან დიეტა, ივარჯიშონ. ისინი გურმანები არიან, ამიტომ კულინარიით თუ დასაქმდებიან, ეს მათთვის კარგი იქნება. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ზომიერ ფიზიკურ დატვირთვებს – სიარულს, ველოსიპედით სეირნობას, ცურვას.
ჯანსაღი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ
რჩევა:
როდესაც დასახული მიზნისკენ მიიწევთ, ნუ გავიწყდებათ ყოველდღიური საქმეები. ნუ დაკარგავთ კავშირს მეგობრებთან, მარტოობა არაფერში გჭირდებათ. ნეგატიურ აზრებსა და ემოციებს რომ გაუმკლავდეთ, იყავით გახსნილი, კეთილმოსურნე სხვების მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0