https://sputnik-georgia.com/20230217/saakasvili-patimrobas-ufro-rirseulad-unda-itandes-274968846.html
„სააკაშვილი პატიმრობას უფრო ღირსეულად უნდა იტანდეს“ - ლევან იოსელიანი
„სააკაშვილი პატიმრობას უფრო ღირსეულად უნდა იტანდეს“ - ლევან იოსელიანი
Sputnik საქართველო
საქართველოში ადამიანებს თმენითა და ღირსებით აფასებენ, აღნიშნა პოლიტიკოსმა. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T16:31+0400
2023-02-17T16:31+0400
2023-02-17T21:02+0400
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250796510_0:52:2048:1204_1920x0_80_0_0_19a7d9c6d443ce240c8fd2bf78d8481d.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს, რადგან მიიჩნევს, რომ მან პატიმრობა უფრო ღირსეულად უნდა აიტანოს, განაცხადა დეპუტატმა პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანმა.„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. მიუხედავად პარტიის ახალი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, მასშტაბური აქციების ჩატარება ვერ მოხერხდა.საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მუდმივი ისტერიკით შედეგს მიაღწევ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც რაღაცის დათმენით, ღირსების ჩვენებით აფასებენ ადამიანებს, აღნიშნა ოპოზიციონერმა.„თავგანწირვა არის პოლიტიკოსის მთავარი თვისება, რაც მან უნდა აჩვენოს თავის მხარდამჭერებს და მერე ადამიანები შეიძლება გაჰყვნენ მას. მის მომხრეებს რომ სჯეროდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ მოკვდება, ყველა მათგანი ქუჩაში იდგებოდა“, – განაცხადა იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც გეგმავენ ამ აქციებს და მერე მას აქციებს უწოდებენ, ცდილობენ საკუთარი პარტია მარგინალურ მდგომარეობამდე მიიყვანონ.„არ შეიძლება 10- და 20-კაციანი აქციის მოწყობა და ამის ისტერიულად გაშუქება. ადამიანები ამას რომ უყურებენ, ამ ყველაფერზე ეცინებათ. ეს მაყურებლის შეურაცხყოფაც არის. ტყუილიც კი არ არის, ამის კეთება არის აბსოლუტური სისულელე“, – განაცხადა იოსელიანმა.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.წონაში კლება პრეცედენტის საბაბი არ არის - კობახიძე სააკაშვილის სარჩელზე სტრასბურგში>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20230217/iago-xvicia-nacionalur-mozraobaze-274967760.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250796510_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_32ce61a8b49ae7afa22c0a789a780474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
„სააკაშვილი პატიმრობას უფრო ღირსეულად უნდა იტანდეს“ - ლევან იოსელიანი
16:31 17.02.2023 (განახლებულია: 21:02 17.02.2023) საქართველოში ადამიანებს თმენითა და ღირსებით აფასებენ, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს, რადგან მიიჩნევს, რომ მან პატიმრობა უფრო ღირსეულად უნდა აიტანოს, განაცხადა დეპუტატმა პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. მიუხედავად პარტიის ახალი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, მასშტაბური აქციების ჩატარება ვერ მოხერხდა.
„როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გადის ოპოზიცია სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე? ამის მიზეზი არის ის, თუ როგორ იქცევა მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამბიცია ჰქონდა იმისა, რომ ის არის თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი, მეტად ღირსეულად უნდა იტანდეს პატიმრობას“, – განაცხადა იოსელიანმა.
საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მუდმივი ისტერიკით შედეგს მიაღწევ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც რაღაცის დათმენით, ღირსების ჩვენებით აფასებენ ადამიანებს, აღნიშნა ოპოზიციონერმა.
„თავგანწირვა არის პოლიტიკოსის მთავარი თვისება, რაც მან უნდა აჩვენოს თავის მხარდამჭერებს და მერე ადამიანები შეიძლება გაჰყვნენ მას. მის მომხრეებს რომ სჯეროდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ მოკვდება, ყველა მათგანი ქუჩაში იდგებოდა“, –
განაცხადა იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც გეგმავენ ამ აქციებს და მერე მას აქციებს უწოდებენ, ცდილობენ საკუთარი პარტია მარგინალურ მდგომარეობამდე მიიყვანონ.
„არ შეიძლება 10- და 20-კაციანი აქციის მოწყობა და ამის ისტერიულად გაშუქება. ადამიანები ამას რომ უყურებენ, ამ ყველაფერზე ეცინებათ. ეს მაყურებლის შეურაცხყოფაც არის. ტყუილიც კი არ არის, ამის კეთება არის აბსოლუტური სისულელე“, – განაცხადა იოსელიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.