რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიებს 2022 წელს საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerავტოავარიის შედეგი
ავტოავარიის შედეგი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
ავარიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია შემხვედრ ზოლზე გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ავტოავარიებს 2022 წელს 430 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 13 ბავშვია, აღნიშნულია შსს-ს მასალებში.
ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 0,012%-ს შეადგენს.
ავტოავარიების დროს დაშავდა 7.517 ადამიანი. აქედან 874 – 18 წელს ქვემოთაა.
გასულ წელს 5.469 ავტოავარია მოხდა მძიმე შედეგებით, რასაც სისხლის სამართლის სასჯელი მოსდევს. ავარიების ნახევარი თბილისზე მოდის.
აღნიშნულ პერიოდში ქვეითად მოსიარულეს დაეჯახნენ 1.152 შემთხვევაში. გარდაიცვალა 86 ადამიანი, დაშავდა – 1.140.
ავარიების მიზეზები
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი 2022 წელს იყო შემხვედრ ზოლზე გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. 387 ავარიის დროს ამ მიზეზით დაიღუპა 49 და დაშავდა 771 ადამიანი.
თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა>>
მეორე ადგილზეა სიჩქარის გადამეტება. ამ მიზეზით 334 ავარიაში დაიღუპა 57 და დაშავდა 526 ადამიანი.
მესამე მიზეზია დისტანციის დაუცველობა. ამ მიზეზით 294 ავარიაში დაიღუპა 9 და დაშავდა 437 ადამიანი.
უსაფრთხოების ზომები და რეფორმები
საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 5.439 ვიდეოკამერა, აქედან 1.849 – ნომრის ამომცნობი და 360 სიჩქარის კონტროლის სექცია. ჯამში დაფარულია 1.434 კმ საგზაო მონაკვეთი.
ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0