https://sputnik-georgia.com/20230217/miwiszvra-turqetsi-274961462.html
11 დღე ნანგრევებში: თურქეთში სამი ცოცხალი ადამიანი იპოვეს - ვიდეო
11 დღე ნანგრევებში: თურქეთში სამი ცოცხალი ადამიანი იპოვეს - ვიდეო
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თურქეთის უბედურების ზონაში გამანადგურებელი მიწისძვრებიდან მეთერთმეტე დღეს ნანგრევებიდან სამი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს... 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T12:24+0400
2023-02-17T12:24+0400
2023-02-17T17:17+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
ახალი ამბები
თურქეთი
მიწისძვრა
ბუნებრივი კატასტროფები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274908303_0:69:3072:1797_1920x0_80_0_0_5069f70ccaf94da39b28b6231da619b7.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თურქეთის უბედურების ზონაში გამანადგურებელი მიწისძვრებიდან მეთერთმეტე დღეს ნანგრევებიდან სამი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს, იუწყება თურქული გამოცემა Anadolu.გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მაჰმეთ ალი შაქიროღლუმ და 34 წლის მუსტაფა ავჯიმ ქალაქ ანთაქიის ნანგრევებში 261-ზე მეტი საათი გაატარეს. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.თუმცა, საავადმყოფოში წაყვანამდე, საველე ჰოსპიტალში პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მუსტაფა ავჯიმ მაშველებს ძმასთან დარეკვა სთხოვა.კიდევ ერთი ადამიანი, 12 წლის ოსმანი ჰათაის პროვინციაში იპოვეს. ბიჭმა ნანგრევებში 260 საათი გაატარა. ამ დროისათვის ისიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.აღსანიშნავია, რომ უბედურების ზონაში მაშველები უყურადღებოდ არც ცოცხლად ჩამარხულ ცხოველებს ტოვებენ. ამ დროის მონაცემებით, ნანგრევებიდან ასობით შინაური ბინადარია ამოყვანილი, რომლებსაც მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებოდ გახსნილ ვეტკლინიკებში მკურნალობენ და შემდეგ თავშესაფრებში გადაჰყავთ.ამ დროის მონაცემებით, თურქეთისა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 41 ათას კაცზე მეტია.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274908303_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_fe7d4c51440657d10ff69eeca5c173aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ახალი ამბები, თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ახალი ამბები, თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თურქეთის უბედურების ზონაში გამანადგურებელი მიწისძვრებიდან მეთერთმეტე დღეს ნანგრევებიდან სამი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს, იუწყება თურქული გამოცემა Anadolu.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მაჰმეთ ალი შაქიროღლუმ და 34 წლის მუსტაფა ავჯიმ ქალაქ ანთაქიის ნანგრევებში 261-ზე მეტი საათი გაატარეს. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თუმცა, საავადმყოფოში წაყვანამდე, საველე ჰოსპიტალში პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მუსტაფა ავჯიმ მაშველებს ძმასთან დარეკვა სთხოვა.
„ყველანი გადარჩით, ნაზლი? მომასმენინე თქვენების ხმა“, — სთხოვა ძმას მუსტაფამ.
კიდევ ერთი ადამიანი, 12 წლის ოსმანი ჰათაის პროვინციაში იპოვეს. ბიჭმა ნანგრევებში 260 საათი გაატარა. ამ დროისათვის ისიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ უბედურების ზონაში მაშველები უყურადღებოდ არც ცოცხლად ჩამარხულ ცხოველებს ტოვებენ. ამ დროის მონაცემებით, ნანგრევებიდან ასობით შინაური ბინადარია ამოყვანილი, რომლებსაც მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებოდ გახსნილ ვეტკლინიკებში მკურნალობენ და შემდეგ თავშესაფრებში გადაჰყავთ.
ამ დროის მონაცემებით, თურქეთისა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 41 ათას კაცზე მეტია.