https://sputnik-georgia.com/20230217/mama-svili-cudi-nisnebistvis-mokla-274962491.html
მამამ 13 წლის შვილი ცუდი ნიშნების გამო მოკლა
მამამ 13 წლის შვილი ცუდი ნიშნების გამო მოკლა
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მარტოხელა მამამ 13 წლის შვილი სამურაის ხმლით მოკლა სკოლაში მიღებული ცუდი ნიშნებისთვის, რისთვისაც მას ახლახან 12 წლით პატიმრობა... 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T13:24+0400
2023-02-17T13:24+0400
2023-02-17T17:38+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
ჩინეთი
შემთხვევები
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_387ea44c0788fc80f54c7bed9f67ba25.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მარტოხელა მამამ 13 წლის შვილი სამურაის ხმლით მოკლა სკოლაში მიღებული ცუდი ნიშნებისთვის, რისთვისაც მას ახლახან 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, იუწყება China Morning Post.გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში გასული წლის 7 იანვარს მოხდა, როდესაც იან ცზიუნმინმა მასწავლებლისგან შეიტყო, რომ მისმა შვილმა ფიზიკის ტესტში 100 შესაძლო ქულიდან მხოლოდ 18 ქულა აიღო.გაბრაზებულმა მამამ შვილს სიზარმაცეში დასდო ბრალი, რაზეც ბიჭმა უპასუხა, რომ ის „საკმაოდ გულმოდგინედ მეცადინეობს“.ცზიუნმინის თქმით, შვილის პასუხმა იმდენად განარისხა, რომ სამურაის ხმალი აიღო და ბიჭს წელზე შემოსცხო, რის შედეგადაც მან 10 სანტიმეტრის სიღრმის ჭრილობა მიიღო.მამამ მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელიც ადგილზე 10 წუთში მივიდა. ბიჭი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები ამაოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას — ორი საათის შემდეგ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.ცნობილი ხდება, რომ იანი მეუღლეს რამდენიმე წლის წინ გაშორდა, როდესაც ცოლმა მისი ღალატის შესახებ შეიტყო. კაცი შვილს მარტო ზრდიდა და, როგორც აღნიშნა, დიდ იმედებს ამყარებდა მასზე.როგორც იან ცზიუნმინმა უთხრა პოლიციას, იაპონური სამურაის ხმალი ინტერნეტ-მაღაზიაში შეიძინა კოლექციისთვის, და არა შვილის დასასჯელად. თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბიჭს სხვა, უფრო ადრინდელი ტრავმებიც ჰქონდა სხეულზე, ხოლო უშუალოდ სიკვდილის წინ რამდენჯერმე იყო ნაცემი.სიჩუანის ქალაქ მიანიანის სასამართლომ იან ცზიუნმინი დამნაშავედ ცნო შვილის მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.წყარო: China Morning Post
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_ef8c5c443560eb40ed1bafd22ba1acc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ჩინეთი, შემთხვევები, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ჩინეთი, შემთხვევები, ახალი ამბები
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მარტოხელა მამამ 13 წლის შვილი სამურაის ხმლით მოკლა სკოლაში მიღებული ცუდი ნიშნებისთვის, რისთვისაც მას ახლახან 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, იუწყება China Morning Post.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში გასული წლის 7 იანვარს მოხდა, როდესაც იან ცზიუნმინმა მასწავლებლისგან შეიტყო, რომ მისმა შვილმა ფიზიკის ტესტში 100 შესაძლო ქულიდან მხოლოდ 18 ქულა აიღო.
გაბრაზებულმა მამამ შვილს სიზარმაცეში დასდო ბრალი, რაზეც ბიჭმა უპასუხა, რომ ის „საკმაოდ გულმოდგინედ მეცადინეობს“.
ცზიუნმინის თქმით, შვილის პასუხმა იმდენად განარისხა, რომ სამურაის ხმალი აიღო და ბიჭს წელზე შემოსცხო, რის შედეგადაც მან 10 სანტიმეტრის სიღრმის ჭრილობა მიიღო.
მამამ მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელიც ადგილზე 10 წუთში მივიდა. ბიჭი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები ამაოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას — ორი საათის შემდეგ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება, რომ იანი მეუღლეს რამდენიმე წლის წინ გაშორდა, როდესაც ცოლმა მისი ღალატის შესახებ შეიტყო. კაცი შვილს მარტო ზრდიდა და, როგორც აღნიშნა, დიდ იმედებს ამყარებდა მასზე.
როგორც იან ცზიუნმინმა უთხრა პოლიციას, იაპონური სამურაის ხმალი ინტერნეტ-მაღაზიაში შეიძინა კოლექციისთვის, და არა შვილის დასასჯელად. თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბიჭს სხვა, უფრო ადრინდელი ტრავმებიც ჰქონდა სხეულზე, ხოლო უშუალოდ სიკვდილის წინ რამდენჯერმე იყო ნაცემი.
სიჩუანის ქალაქ მიანიანის სასამართლომ იან ცზიუნმინი დამნაშავედ ცნო შვილის მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.