https://sputnik-georgia.com/20230216/tovlma-acharashi-problemebi-sheqmna-274936550.html
მაღალმთიან აჭარაში ყინვა და თოვლია: როგორია ვითარება გზებზე
მაღალმთიან აჭარაში ყინვა და თოვლია: როგორია ვითარება გზებზე
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T16:10+0400
2023-02-16T16:10+0400
2023-02-16T20:31+0400
საქართველო
აჭარა
ამინდი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264262187_12:0:2464:1379_1920x0_80_0_0_ab10aed3a3bcdb6e4a75daa8105ac3ff.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. აჭარის მაღალმთიან რაიონებში გადაუღებლად თოვს, რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა გზების გაწმენდის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში კი 2 მეტრსაც აღწევს, რის გამოც სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები ამ დრომდე ჩაკეტილია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.თოვლის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო კურორტ გოდერძისთან მისასვლელ გზა მეორე დღეა ჩაკეტილია. ამ დროისათვის ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებში 80 ერთეულამდე სპეცტექნიკაა მობილიზებული.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აჭარის რაიონებში რეკომენდებულია ავტომობილების მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება.სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება. 18 თებერვლამდე ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ლიპყინული და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შეიძლება მინუს 5 გრადუსამდე დაეცეს. 18 თებერვლის შემდეგ ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს და ნალექი ნელ-ნელა შეწყდება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264262187_318:0:2157:1379_1920x0_80_0_0_ad5db4ab5732f513710db7cef5c7596a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ამინდი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , ამინდი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მაღალმთიან აჭარაში ყინვა და თოვლია: როგორია ვითარება გზებზე
16:10 16.02.2023 (განახლებულია: 20:31 16.02.2023) სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. აჭარის მაღალმთიან რაიონებში გადაუღებლად თოვს, რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა გზების გაწმენდის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში კი 2 მეტრსაც აღწევს, რის გამოც სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები ამ დრომდე ჩაკეტილია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.
თოვლის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო კურორტ გოდერძისთან მისასვლელ გზა მეორე დღეა ჩაკეტილია.
ამ დროისათვის ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებში 80 ერთეულამდე სპეცტექნიკაა მობილიზებული.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აჭარის რაიონებში რეკომენდებულია ავტომობილების მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება. 18 თებერვლამდე ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ლიპყინული და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შეიძლება მინუს 5 გრადუსამდე დაეცეს. 18 თებერვლის შემდეგ ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს და ნალექი ნელ-ნელა შეწყდება.