https://sputnik-georgia.com/20230216/tbilissa-da-regionebshi-iaragi-amoiges-274929548.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T14:29+0400
2023-02-16T14:29+0400
2023-02-16T19:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_231:581:2837:2047_1920x0_80_0_0_99479aceb7b6cd975c0ca1cb92b354d4.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-გასაღების ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში ჩატარდა. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 25-დან 63 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან. უწყების ცნობით, დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: ავტომატები, პისტოლეტები, პნევმატური პისტოლეტი, 2 რევოლვერი, მჭიდები, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 370 ვაზნა, 3 სანადირო თოფი და 2 შაშხანა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით და 214-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_419:571:2387:2047_1920x0_80_0_0_2905cdd55c52d7a9016563dafe457ece.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს
14:29 16.02.2023 (განახლებულია: 19:39 16.02.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-გასაღების ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 25-დან 63 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან.
უწყების ცნობით, დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: ავტომატები, პისტოლეტები, პნევმატური პისტოლეტი, 2 რევოლვერი, მჭიდები, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 370 ვაზნა, 3 სანადირო თოფი და 2 შაშხანა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით და 214-ე მუხლით მიმდინარეობს.