https://sputnik-georgia.com/20230216/raribasvili-espanetis-sinagan-saqmeta-ministrs-sexvda-274948693.html
ღარიბაშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ღარიბაშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
Sputnik საქართველო
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონეა. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T20:43+0400
2023-02-16T20:43+0400
2023-02-16T22:03+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
ესპანეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274946518_20:252:1511:1091_1920x0_80_0_0_1af628a7aaa30b012220391b50909116.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე მარლასკასთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილა.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებსა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს.საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას.ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა>>ევროკომისიამ 2023 წლის თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში შესვლის განაცხადთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა და ფინანსური კონტროლი და სხვ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274946518_222:255:1337:1091_1920x0_80_0_0_f892a7f2fa72e17ea8d9e4cee6d061ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ღარიბაშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
20:43 16.02.2023 (განახლებულია: 22:03 16.02.2023) მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონეა.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე მარლასკასთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებსა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს.
„აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ნაყოფიერად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობასა და ურთიერთნდობის პრინციპებს ეფუძნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას.
ევროკომისიამ 2023 წლის თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში შესვლის განაცხადთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა და ფინანსური კონტროლი და სხვ.