https://sputnik-georgia.com/20230216/--------274929341.html
სააკაშვილის პალატის ვიდეოკადრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაინტერესდა
სააკაშვილის პალატის ვიდეოკადრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაინტერესდა
Sputnik საქართველო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებს. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T13:50+0400
2023-02-16T13:50+0400
2023-02-16T17:46+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112970_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_f1bd382de450e51926ef2f8b1f145324.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა “ვივამედში” მოთავსებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატის ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების კანონიერების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ვიდეოკადრების გავრცელების კანონიერების გამოძიებას იწყებს. პირველი შემთხვევის, რომელიც 2022 წლის 14 დეკემბერს მოხდა, შესწავლის პროცესი დასკვნით სტადიაშია.ამჯერად სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 15 თებერვალს ვიდეოკადრები გამოაქვეყნა იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი უმწეო მდგომარეობაში არ იმყოფება.კადრებში, რომლებიც 2022 წლის დეკემბრით და 2023 წლის თებერვლითაა დათარიღებული, ჩანს თუ როგორ გადაადგილდება დამოუკიდებლად სააკაშვილი პალატაში, ურთიერთობს ექიმთან და ისვრის საგანს ერთი ოთახიდან მეორეში. ერთ-ერთ კადრში, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ დაფარულია, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი საცვლებშია.ამ კადრების გავრცელების გასამართლებლად პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ „გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება“.ევროპარლამენტმა სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო>>>მანამდე ტელეკომპანია CNN-მა, შემდეგ კი ქართულმა მედიამ გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილს ფეხზე დგომა არ შეუძლია.როგორც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, ცრუ საინფორმაციო კამპანიის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა.ვიდეომასალის გასაჯაროებისთანავე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონი დაარღვია.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.„ქართული ოცნების" ლიდერმა ევროპარლამენტში სისტემურ პრობლემებზე განაცხადა>>>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112970_97:0:2828:2048_1920x0_80_0_0_91d5ac30509eced81b71b3250cae8adc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
სააკაშვილის პალატის ვიდეოკადრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაინტერესდა
13:50 16.02.2023 (განახლებულია: 17:46 16.02.2023) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებს.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა “ვივამედში” მოთავსებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატის ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების კანონიერების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ვიდეოკადრების გავრცელების კანონიერების გამოძიებას იწყებს. პირველი შემთხვევის, რომელიც 2022 წლის 14 დეკემბერს მოხდა, შესწავლის პროცესი დასკვნით სტადიაშია.
ამჯერად სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 15 თებერვალს ვიდეოკადრები გამოაქვეყნა იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი უმწეო მდგომარეობაში არ იმყოფება.
კადრებში, რომლებიც 2022 წლის დეკემბრით და 2023 წლის თებერვლითაა დათარიღებული, ჩანს თუ როგორ გადაადგილდება დამოუკიდებლად სააკაშვილი პალატაში, ურთიერთობს ექიმთან და ისვრის საგანს ერთი ოთახიდან მეორეში. ერთ-ერთ კადრში, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ დაფარულია, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი საცვლებშია.
ამ კადრების გავრცელების გასამართლებლად პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ „გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება“.
მანამდე ტელეკომპანია CNN-მა, შემდეგ კი ქართულმა მედიამ გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილს ფეხზე დგომა არ შეუძლია.
როგორც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, ცრუ საინფორმაციო კამპანიის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა.
ვიდეომასალის გასაჯაროებისთანავე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონი დაარღვია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.